TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Art, Workshop, stuff

თანამედროვე ქართული კერამიკა

White Studio – სახელოსნო, საგამოფენო დარბაზი და მაღაზია კერამიკისთვის და საძერწი მასალებისთვის
керамика, шоппинг в тбилиси, что посмотреть в грузии, тбилиси лучшее, современная грузия
White Studio – არის კონცეპტუალური სივრცე თბილისში, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ძერწვის სახელოსნოს, საგამოფენო დარბაზს და თანამედროვე ქართული კერამიკის, აგრეთვე მასთან დაკავშირებული მასალების მაღაზიას.

სტუდია გაიხსნა თბილისში 2013 წელს და დღეისთვის მის შემოქმედებით ჯგუფში შედიან ქართველი მხარტვრები მერაბ გუგუნაშვილი, ნანა მანგოშვილი, რობერტ ტიღინაშვილი, ნუკრი გლადკი და სხვები.

სივრცეში White Studio წარმოდგენილია მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი. ყველა ნამუშევარს აერთიანებს ავტორის სიყვარული, ინდივიდუალობა და თანამედროობა – მინიმალიზმი, გეომეტრია, ილუსტრაცია და საინტერესო (ხანდახან მოულოდნელიც კი) ფორმები.

სტუდია შესანიშნავი ადგილია ორიგინალური საჩუქრის საყიდლად (მითუმეტეს, ლამაზი შეფუთვით, რაც საქართველოში იშვიათია!). შესაძლებელია კერამიკის მასტერ-კლასზე ჩაწერა ან უბრალოდ საჭირო მასალების შეძენა – ემალი, პიგმენტები და თიხა – თუ თქვენ უკვე შეგიძლიათ ძერწვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად ღირს აქ შევლა. აქ ნახავთ, რომ ქართული კერამიკა არ შემოიფარგლება ყვავილის ქოთნებით ან ღვინის სათუთი დოქებით.


კონტაქტი:
http://www.whitestudiogallery.com
https://www.facebook.com/whitestudioceramics/
https://www.instagram.com/whitestudio_ceramics/
მისამართი: თბილისი, ვერა, ჯანაშიას ქ. 22/26.
სამუშაო საათები: 11:00-20:00, კვირა: 12:00-20:00
ტელეფონი: (+995) 595-011-770, (+995) 599-919-893


ჩაეწერეთ გაკვეთილებზე ან უბრალოდ ისიამოვნეთ ღირშესანიშნავი ნამუშევრების ნახვით!

მასალაში გამოყენებული სურათები საიტიდან: whitestudiogallery.com
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები