TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
startup, ecology

Treepex — დარგეთ ხე ბორჯომში თქვენს სახელზე

Визит Дэвида Линча в Тбилиси, в Грузию
Treepex — არის ხეების დარგვის ონლაინ-პლატფორმა. იგი შექმნილია ბაჩო ხაჩიძის და ლაშა კვანტალიანის მიერ 2016 წელს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში ხის დარგვის შესაძლებლობა — შესანიშნავი საჩუქარია მათთვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს გარემოზე მზრუნველობაში, თავისი კვალი დატოვოს საქართველოში მოგზაურობის შედეგად ან თუნდაც სურს სიურპრიზი გაუკეთოს საყვარელ ადამიანს.

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია — საჭიროა დარეგისრტირდეთ საიტზე, მოიფიქროთ ხის სახელი და გადაიხადოთ მისი დარგვის ღირებულება ($4.70-დან). შეძენისთანავე, თქვენ მიიღებთ ელექტრონულ სერტიფიკატს, დარგული ხის სახელით და საიდენტიფიკაციო ნომრით. ხის დარგვის შემდეგ, რაც გარკვეული სეზონის განმავლობაში ხდება, თქვენს პროფილში Treepex ვებ-გვერდზე გამოჩნდება თქვენი ხის სურათი და მისი ზუსტი GPS კოორდინატები. ყველა ნერგს გააჩნია უნიკალური ნომერი და აღჭურვილია NFC მიკროჩიპით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ხის GPS კოორდინატების, მისი მესაკუთრის და დარგვის თარიღის შესახებ. შემდგომში, თქვენ მიიღებთ ხოლმე ყოველწლიურ ანგარიშს თქვენი ხის წარმატებების და ზრდის შესახებ. ხოლო როდესაც ბორჯომში მოხვდებით, შეძლებთ მოინახულოთ თქვენი ხე ეროვნულ პარკში.
ჩვენ ვრგავთ მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ხეებს, რომელთაც ენდემიურს უწოდებენ (ისეთი მცენარეები და ხეები, რომლებიც გავრცელებულია შედარებით მომცრო ტერიტორიაზე — რედ.). ბორჯომის ნაციონალურ პარკში ჩვენ ძირითადად ვრგავთ კავკასიურ ნაძვს (70%), აგრეთვე უფრო გავრცელებულ ადგილობრივ მუხას და ვერხვს (30%).
ბაჩო ხაჩიძე, Treepex.com თანადამფუძნებელი
ხეების დარგვით დაკავებულნი არიან ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც გაიარეს სპეციალური ტრენინგები. მონიტორინგს კი რეინჯერები ახორციელებენ, რომლებიც წელიწადში ორჯერ დაკვირვებებს აწარმოებენ ხეებზე. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რეინჯერები სურათს უღებენ თითოეულ ხეს და ტვირთავენ სერვერზე მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ჩვენ ვზრდით ხეებს ველურ ბუნებაში. სტატისტიკის თანახმად, ამგვარ პირობებში ხეების დაახლოებით 80% ხარობს. ეს ნიშნავს, რომ 100-დან 20 ხე იღუპება — ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ გამოვცვალოთ დაღუპული ხე ახლით. გარდა ამისა, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიასთან თითოეული ჩვენი ხის დაზღვევაზე.
2017 წლის ზაფხულში Treepex-ის გუნდმა გაუშვა რეკლამა — მოწყობილობები, რომლებიც დაბინძურებულ ჰაერს სუფთა ჟანგბადად გარდაქმნის. მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ინოვაციური პროდუქტის განხილვაში: უყურებდნენ ვიდეო-მიმოხილვებს, მარჩიელობდნენ, თუ როგორ გააუმჯობესებდა პროდუქტი ჯანმრთელობას დაბინძურებულ ქალაქში მისი გამოყენების შემთხვევაში.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოწყობილობა სინამდვილეში არ არსებობს. ეს აქცია გამიზნული იყო იმაზე, რომ გაზრდილიყო ადამიანების გათვითცნობიერებულობა ჰაერის დაბინძურების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. მართლაც, ვიქნებოდით უფო ჯანმრთელები, თუ სუფთა ჰაერს ვისუნქავდით? ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანგბადის აღდგენის კუთხით მცენარეების ალტერნატივა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია.


კონტაქტი:
დარგე ხე
Facebook Treepex
Визит Дэвида Линча в Тбилиси, в Грузию
ფოტო: https://www.facebook.com/treepexglobal, commons.wikimedia.org
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments