TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
culture, movie

TheatreHD თბილისში: კულტურული ფენომენი — თეატრი კინოში

დღეისათვის კინოთეატრ "ამირანში" უკვე შესაძლებელია იხილოთ ტრანსლაცია TheatreHD — მსოლფიოს ყველაზე ცნობილი სპექტაკლები და ფილ გრაბსკის უნიკალური ფილმი-გამოფენები, რომლებიც გაძლევთ შესაძლებლობას აღმოჩნდეთ მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში.
სპექტაკლების ანონსი თბილისში
ბილეთების შეძენა

სპექტაკლების პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებენ პროფესიონალი ვიდეო-რეჟისორები, დარბაზის სხვადასხვა ადგილებში დამონტაჟებულია რამოდენიმე კამერა, რათა გამოსახულების გადმოცემა სხვადასხვა რაკურსიდან იყოს შესაძლებელი. თითოეულ ვიდეოს თან ახლავს ინგლისური სუბ-ტიტრები.
TheatreHD в Тбилиси
მოკლე ინფორმაცია TheatreHD-ს შესახებ:
— მსოლფიო საუკეთესო თეატრების სპექტაკლები: ეროვნული სამეფო თეატრი (ლონდონი), შექსპირის თეატრი "გლობუსი" (ლონდონი), შექსპირის სამეფო კომპანია (ეივონის სტრატფორდი), მეტროპოლიტენ-ოპერა (ნიუ-იორკი), "ბოლშოი" თეატრი (მოსკოვი) და სხვა, აგრეთვე წამყვანი რუსული თეატრალური პრემიის "ზოლოტაია მასკა"-ს ნომინანტი სპექტაკლები.
— მთავარი როლებში — მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ბენედიქტ ქამბერბატჩ, რეიფ ფაინს, სტივენ ფრაი, მარკ სთრონგ, ქრისტოფერ პლამერ, თომ ჰიდლსტონ, იონას კაუფმან, ჯილიან ანდერსონ, ანნა ნეტრებკო, ილდარ აბდრაზაკოვ, სვეტლანა ზახაროვა, ვლადისლავ ლანტრატოვ და სხვა მრავალი.
— ფილ გრაფსკის უნიკალური ფილმი-გამოფენები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა აღმოჩნდეთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებში და დეტალურად დაათვალიეროთ მონეს, ვერმეერის, ვან გოგის, რემბრანდტის და სხვა გამოჩენილი მხატვრების შესანიშნავი ტილოები.
გამოყენებულია მასალები http://theatrehd.ru
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments