TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
culture, review

ჰოლანდიური საცეკვაო თეატრი თბილისის საბალეტო ფესტივალზე

21 ივნისიდან 02 ივლისის განმავლობაში ჩატარდება თბილისის საბალეტო ფესტივალი. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი თანამედროვე ცეკვის თეატრი Nederlands Dans Theater II.
28 და 29 ივნისს ცნობილი თეატრი ჰააგიდან წარმოგიდგენთ გამოჩენილი თანამედროვე ქორეოგრაფების ერთ-აქტიან ბალეტებს — სოლ ლეონის და პოლ ლაიტფუდის «Sleight of Hand», ედვარდ კლიუგის «Mutual Comfort», ჰანს ვან მანენის «Solo», ალექსანდერ ეკმანის «Cacti» და იოჰან ინგერის «I new then».

Nederlands Dans Theater II-ის დასი შედგება ნიჭიერი მოცეკვავეებისაგან და პერსპექტიული ქორეოგრაფებისაგან, რომლებიც ცეკვავენ ახალი თაობის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ისეთების როგორიცაა ალექსანდერ ეკმანი.

ფესტივალის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი შეძენა შესაძლებელია საიტზე tkt.ge
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments