TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Art, heroeS, gallery

ყოველდღიურობის ფრაგმენტები თამარ გობრონიძის გალერეაში

ფერის, ფორმის და რითმის მეშვეობით შექმნილი ჰიპნოტური ფოტო-ისტორიები
თამარ გობრონიძის ფოტოგრაფიები ყურადღებას იპყრობს კადრის შინაგანი სილამაზით და ბოლომდე არგამოთქმულის ინტრიგით. ფორმის, ფერისა და რითმისაგან შემდგარ ჰარმონიულ კომპოზიციას მსუბუქი ჰიპნოზის მდგომარეობაში შეჰყავხართ და გეხმარებათ რეალობის ჩვეულებრივი აღქმისაგან აბსტრაგირებაში. ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ გარემოში ხდებიან სივრცის შემადგენელ ნაწილებად, ქალაქის გარემოს ფრაგმენტები ცოცხლდებიან და იქცევიან სიმბოლოებად. ფოტოგრაფიების შეხედვისას, ყალიბდება ისტორია, რომელიც კადრს მიღმა გრძელდება.
ფოტოგრაფიები უმეტესწილად ასახავენ არა რეალური საგნების ფორმებს, არამედ ავტორის აღქმას, და ეს კონტრასტი წარმოაჩენს თითოეული მომენტის სილამაზეს, მის პარალელურ რეალობას.
"კამერა თითოეულ ადამიანს სხვისი სამყაროს ტურისტად ხდის, საბოლოო ჯამში კი — ასევე საკუთარი სამყაროსიც"
ს. ზონტაგი

იყო დაკავებული ფოტოგრაფიით — ეს ნიშნავს ობიექტებს მიანიჭო ახალი ფორმა და ფაქტურა, დაიჭირო ის, რაც თვალისთვის შესაძლოა უხილავი იყოს. ფოტოგრაფია იწვევს ახალ განცდებს და შეგრძნებებს.
რთულია შევარჩიო ის სიტყვები, რომლებიც აღწერს თუ რაზეა ჩემი ფოტოგრაფიები, ვინაიდან მე მათ ზედმეტად სერიოზულად არ აღვიქვავ. ჩემი ფოტოგრაფიები — ეს არის მცდელობა გამოვიჭირო აწმყო, სანამ ის წარსულში გაუჩინარდება.
თამარ გობრონიძე
ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე მაშა დემიანოვას სურათები, კარგი იქნებოდა ერთობლივად შეგვექმნა რამე.
თამარი მონაწილეობდა გამოფენებში:
2013, "From 10 to 51" — CCA-T, Georgia;
2014, "Album", Group Exhibition Curated by Mette Juul — Nectar Gallery, Georgia;
2014, "The Leaving Party", Performance with Mareike Wenzel — CCA-T, Georgia;
2014 წლიდან თამარი არის დამოუკიდებელი ქართველი მხატვრების არაკომერციული ორგანიზაციის New Collective-ის წევრი
2015, "Let's See", Group Exhibition of New Collective — CCA-T, Georgia;
2015, "Festinova Garikula", Group Exhibition of New Collective — Garikula, Georgia;
2015 "Past Perfect Continuous", Tbilisi Triennal 2015, Group Exhibition-Georgian National Scientific Library, Georgia;
2015 "Advice to the Young", Group Exhibition — Laznia Center of Contemporary Art, Poland.

A post shared by Tamara Gobronidze (@vbutaforia) on

კონტაქტი:
vbutaforia@gmail.com;
+7(905)7484401

გალერეა:
https://www.behance.net/masterofnothing
https://www.instagram.com/vbutaforia/
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments