TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Style, thebest

3 საუკეთესო ტატუს ოსტატი თბილისში

ბევრი ჩვენთაგანი დაფიქრებულა იმის თაობაზე, გაიკეთოს თუ არა პირველი ტატუ, დაამატოს არსებულებს კიდევ ერთი ან გადააკეთოს ძველი. არის ესეთი მოსაზრება, რომ 2018 წელი საუკეთესო პერიოდია ამისთვის. განსაკუთრებით, თუ ტატუს გაკეთება ქართველ ოსტატს გინდათ ანდოთ.

ჩვენ შევარჩიეთ 3 საუკეთესო ტატუს ოსტატი თბილისში, რათა თქვენ საკუთარ სხეულს ღირსეული საჩუქარი გაუკეთოთ. შევეცდებით, ბევრი სიტყვა არ დავწეროთ — ტატუზე საუბრისას, სურათები სიტყვებზე უფრო მეტყველია. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ კარგ ოსტატთან მოსახვედრად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ.
პიტო სეთურიძე
მინიმალიზმი მის აპოთეოზში — ტრენდული მთელ მსოფლიოში წარწერები სხვადასხვა ენებზე, გეომეტრიული ფორმები, მცირე ზომები და მინიმუმი ფერები. ლაკონური სტილი და კომპოზიციის სიმარტივე.

https://www.facebook.com/stftattoo/
https://www.instagram.com/stfvelvet/
სანია ლუცენკო
სანია მუშაობს სხვადასხვა სტილში — ორიენტალი, ბლექვორქი, რეალიზმი, ნეო-თრადიშენლ, ორნამენტალი და სხვა. მიაქციეთ ყურადღება მის ექსპრესიულ ნამუშევრებს, ფერებისა და ხაზების დინამიკას.

https://www.instagram.com/sanguis_red/
https://www.facebook.com/SanyaLuts/
что делать в Тбилиси, тату в Тбилиси, татуировка в Грузии что делать в Тбилиси, тату в Тбилиси, татуировка в Грузии что делать в Тбилиси, тату в Тбилиси, татуировка в Грузии
დავით იაკობიძე
დავითი აგრეთვე მუშაობს სხვადასხვა სტილში — ნიუ-სქული, ბლექვორქი, რეალიზმი, ნეო-თრადიშენლ, აკვარელი და სხვა. საინტერესო სიუჟეტები, დაწყებული ჰუგო სიმბერგის "დაჭრილი ანგელოზის" ფრაგმენტიდან და მულტფილმების პერსონაჟებით დამთავრებული.
https://www.facebook.com/davit.iakobidze
https://www.instagram.com/davit_iakobidze/
Connor
ორიგინალური ბონუსის სახით, გთავაზობთ ყურადღება მიაქციოთ გენდფოუკ ტატუს Connor-ისაგან. ამჟამად იგი გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ზაფხულში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.
ჰენდფოუკ სტილის ტატუ აპარატის გარეშე კეთდება, უბრალო ნემსით, რის შედეგად ფაქტურით ძალიან რბილი, გრაფიკული და მინიმალისტური გამოდის.

https://www.instagram.com/wherethefuckisconnor/
მიყვარს ტრანსის და მედიტაციის შეგრძნება, როდესაც ტატუს ვაკეთებ. მიყვარს იმის ყურება, როგორ იზრდება თითოეული წერტილით ჩემი დიზაინი ვიღაცის კანზე.
что делать в Тбилиси, тату в Тбилиси, татуировка в Грузии
სანია ლუცენკოს ნამუშევარი
სურათები ტატუს ოსტატების პირადი არქივიდან
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring