TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
heroeS, interview

"როდესაც რაღაცის ბოლომდე გჯერა — ეს გადამდებია სხვებისთვისაც"

საუბარი ნატა ქენქაძესთან და ახალი პროექტი Generator 9.8-ს გუნდისაგან
2017 წლის მარტში დაიხურა თბილისის ერთ-ერთი პირველი კოვორკინგი — Generator 9.8. ეს იყო საინტერესო ადგილი, სადაც დღისით მუშაობა იყო შესაძლებელი, ხოლო საღამოს კი მასტერ-კლასები ტარდებოდა და თანამზრახველებთან ერთად შესაძლებელი იყო დროის სასიამოვნოდ გატარება. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია ნატა ქენქაძესთან, Generator 9.8-ს სულის ჩამდგმელთან, თუ რატომ დაიხურა ბევრისთვის საყვარელი სივრცე და რა ახალი პროექტი ჩაანაცვლებს მას.
Натали Кенкадзе, коворкинг в Тбилиси, Generator 9.8, волонтеры
ნატა, მოგვიყევი, საიდან გაჩნდა Generator 9.8 კოვორკინგის იდეა, რითი დაიწყო ყველაფერი და სად მიგიყვანათ?

— 2011 წელს ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავაარსეთ არაკომერციული ორგანიზაცია International Center for Peace and Integration. მერე იტალიაში სასწავლად წავედი, "არაკომერციული ორგანიზაციების მენეჯმენტის" კურსზე. სწავლის პერიოდში, სხვადასხვა კოლაბორაციულ პროექტებში ვიყავი ჩართული, ვმუშაობდი კოვორკინგებში და ძალიან შთაგონებული ვიყავი ამ ყველაფრით. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ვესაუბრე ჩემს პარტნიორებს არაკომერციული ორგანიზაციიდან და ესე გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე ერთობლივი მუშაობისთვის. თითოეულ ჩვენთაგანს დიდი ხანია უნდოდა ჰქონოდა მსგავსი ადგილი, სადაც საკუთარი პროექტებითაც დაკავდებოდა და საინტერესო საგნებსაც შეისწავლიდა. იმ მომენტისთვის საქართველოში არაფერი მსგავსი არ არსებობდა და ასეთი ადგილი ძალიან გვაკლდა.

კოვორკინგი Generator 9.8-ს ცენტრალურ იდეად იქცა. ვინაიდან ესეთი კონცეპტი ქართული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენდა, დასაწყისში იგი ვერაფრით ვერ იქნებოდა თვითდაფინანსებადი. ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტი ორ ნაწილად დაგვეყო. დღის განმავლობაში სივრცე ოფისი უნდა ყოფილიყო, სადაც ჩვენთვის — სტარტაპერებისთვის და ფრილანსერებისთვის — მოხერხებული და სასიამოვნო იქნებოდა მუშაობა. საღამოს კი Generator 9.8 გადაიქცეოდა ბარად, სადაც მეგობრებთან შეხვედრა და პროექტების გაზიარება იქნებოდა შესაძლებელი. ამ იდეამ ბევრი მოდიფიკაცია განიცადა და საბოლოო ვარიანტად ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ პროექტი გაგვეფორმებინა როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მივიღეთ დაფინანსება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან (ფონდი შედის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში — რედ.). ეს იყო ძალიან პატარა გრანტი, მაგრამ მოხალისეების, მეგობრების და ახლობლების დახმარებით ჩვენ დავიწყეთ ათონელის ქუჩაზე სივრცის რენოვაცია. 2015 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვუწოდებდით გაერთიანებისკენ ყველას, ვისი იდეებიც ჩვენებთან თანხვედრაში მოდიოდა. ბევრი თანამზრახველიც ვიპოვეთ — მათთან დასაწყისში მეგობრობა არ გვაკავშირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი პროექტის არსს ვუზიარებდით, ჩვენს გუნდს უერთდებოდნენ. ეს იყვნენ ფროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან და მათი გამოცდილება დაგვეხმარა რომ აგვემუშავებინა Generator 9.8. ერთი ადამიანი მხატვარი იყო და იგი დაგვეხმარა კედლების მოხატვაში, მეორე — არქიტექტორი, ვიღაცა — ინტერიერის დიზაინერი... ეს იყო 2015 წლის გიჟური ზაფხული!

სექტემბერში ოფიციალურად გავიხსენით და ვფუნქციონირებდით წელიწადნახევრის განმავლობაში. 9.00-დან 19.00-მდე Generator 9.8 იყო სრულფასოვანი კოვორკინგი, ხოლო 19.00-ის შემდეგ და ბოლო ვიზიტორამდე სივრცე სოციალური ბარი ხდებოდა. ყოველდღე სხვადასხვა ღონისძიება გვქონდა. ორშაბათობით — გამოფენები, სამშაბათობით — საჯარო ლექციები, სამშაბათობით — მასტერ-კლასები. და ასე ყოველდღე. მინიმუმ თითო ღონისძიება დღეში, თუმცა ზოგჯერ დღეში 3-4 ღონისძიებაც ტარდებოდა. მოდიოდა ხალხი, რომეთაც სურდათ რაიმეს ორგანიზება, და ჩვენ მათ სივრცეს უფასოდ ვაძლევდით. გვყავდა 30-მდე სტაჟიორი, რომლებიც ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი, და თითოეული ჯგუფი საკუთარი მიმართულებით იყო დაკავებული. მაგალითად, გვყავდა ჯგუფები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ გამოფენებით, საჯარო ლექციებით, ფოტოგრაფიით, ვიდეო-პროდაქშენით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ.
коворкинг, coworking Generator 9.8, Тбилиси, Грузия
— და, სპოილერი: ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდა.

— ერთ დღეს... (იცინის). ერთ დღეს ვიღაცა თბილისის გავითარების ფონდიდან (შედის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში - რედ.) შემოვიდა Generator 9.8-ში და შეგვატყობინა, რომ ან უნდა გადავიდეთ სხვაგან, ან უნდა დავიხუროთ ორი კვირის განმავლობაში. ფრონდი აპირებდა ათონელის ქუჩის რენოვაციის სამუშაოების დაწყებას, ძველი თბილისის უბნებში. ჩვენ შევხვდით მერიის იურისტს და მან გაგვაფრთხილა, რომ მალე ქუჩას გადათხრიდნენ და ჩვენთან ვერავინ მოხვედრას მეტი ვეღარ მოახერხებდა. მათ ჩვენ არაფერი შემოგვთავაზეს სანაცვლოდ — არც სხვა ადგილას გადასვლაში დახმარება, არც თუნდაც დროებითი ალტერნატიული სივრცე. Generator 9.8 იყო ბიზნესი — ჩვენ ყოველთვიურად ვიხდიდით იჯარას და ბარი იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეყენებინა ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა პროექტი გადაგვერჩინა. ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა — მეგობრები, ნაცნობები, უცნობები, გადაწყვეტილებების მიმღები პირები, მაგრამ უშედეგოდ. მოკლედ, მოლაპარაკებების ერთი თვის თავზე, სივრცე დაიხურა და ჩვენც შევაჩერეთ ფუნქციონირება.

სხვათაშორის, მედიათეკა, რომელთანაც ამჟამად ვთანამშრომლობთ, ასევე მერიის დაქვემდებარებაში შედის. იმ მომენტში შეეძლოთ შემოეთავაზებინათ აქ გადმოვსულიყავით, მაგრამ მათთვის ეს სულერთი იყო. არავის აინტერესებდა Generator 9.8 და ადამიანები, რომლებმაც ამხელა ძალისხმევა ჩადეს ჩვენთან თანამშრომლობაში. სხვათაშორის, არა მარტო ჩვენ გამოგვყარეს ფართიდან. ათონელზე მდებარე ჩვენი მეზობლები — საზოგადოებრივი ორგანიზაცია Critic Café, მერიამ აგრეთვე დახურა.

ამჟამად ნაპოვნი გვაქვს შესანიშნავი, სრულიად ახალი სივრცე — მედიათეკის ნაძალადევი ფილიალი. მედიათეკას აქვს შემოქმედებითი "კედლები", ჩვენ კი — მისი "შიგთავსი". ჩვენ იდეალურად ვავსებთ ერთმანეთს (იცინის). დასახელება Generator ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია.

— ძალიან სასიხარულოა, რომ ისტორია გრძელდება. ამჟამად რა სახის პროექტებს იწვევთ თანამონაწილეობისთვის?

— ჩვენთვის საინტერესო აუდიტორიაა 13 წელს გადაცილებული ახარგაზრდები, რომლებიც ცენტრში არ ცხვოვრობენ. მაგალითად, ნაძალადევის მაცხოვრებლები. დღეს-დღეისობით, საინტერესო პროექტია თუ ღონისძიება, ყველა თბილისის ცენტრშია კონცენტრირებული. ხოლო ჩვენი კოლაბორაცია მედიათეკასთან — ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ძალიან ცოცხალი პროექტია. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა — გარშემო არ არის ესთეტური კაფეები, არ არის კულტურული სივრცეები. არის ერთი კინოთეატრი, რომელიც ეხლა დაკეტილია, რადგან არავინ დადიოდა იქ, როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვითხრეს. შესაძლოა იმიტომ, რომ იქ ძალიან მაღალი ფასებია. ჩვენ ვფიქრობთ გავხსნათ მედიათეკაში კაფე, აგრეთვე შესაძლოა ბარი, სადაც ალკოჰოლიც იქნება. უკვე დავიწყეთ საჯარო ლექციების ორგანიზება, სტაჟირების ახალი პროგრამა და თანდათანობით აღვადგენთ აქტიურობებს, რომლებიც მანამდე Generator 9.8-ში იყო.


— რითია თქვენი ახალი პროექტი გამორჩეული ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ანალოგიური პროექტებისაგან?

— ჩვენი პროექტი გამორჩეულია ტერიტორიული კომპონენტით, ხოლო პროექტის ძირითადი მიზანი — თბილისის დეცენტრალიზაციაა. ამჟამად ცენტრში არ ვართ, და ეს დიდი გამოწვევაა. არც ისე ბევრ ადამიანს უნდა აქ მოსვლა. როდესაც სპიკერებს ვიწვევ ლექციების ჩასატარებლად, მეკითხებიან — კი მაგრამ, ვინ მოვა აქ? და ამაში უდიდესი რისკია. ჩვენ გვიწევს სათანადოდ გავავრცელოთ ინფორმაცია ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის. თან, არა ჩვეული ფეისბუქის მეშვეობით, სადაც აუდიტორიას ძირითადად ქალაქის ცენტრი ურჩევნია.

ჩვენ გვსურს ადამიანებს ალტერნატივა შევთავაზოთ, თუ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ცენტრში იმგზავრონ ყოველ დღე ლექციებზე დასასწრებად. გვსურს ახალი ჩაბმა მუშაობაში. როგორც მანამდე, ჩვენი ყველა აქტიურობა უფასოა.

სხვათაშორის, European Voluntary Service-სთან ერთად (EVC), ენების კურსს ვაწყობთ. უკვე მიღწეული გვაქვს შეთანხმება რამოდენიმე მოხალისესთან გერმანიიდან და იტალიიდან, ველოდებით ლატვიიდან პასუხს. თითქმის უფასო ენების შემსწავლელ კლასებს გვთავაზობენ ახალგაზრდებისთვის.

ასევე, ვაწყობთ ერთობლივ ღონისძიებებს ინგლისური ენის შემსწავლელ ბექას სკოლასთან ერთად. 2017 წლის ზაფხულში დავიწყე თანამშრომლობა UNIDO-სთან, ახალგაზრდული მეწარმეობის ექსპერტის როლში. ვიკვლევ მიმდინარე მოთხოვნილებებს, რათა საქართველოში ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდამჭერი ახალი პროექტი შევიმუშავო.
ჩვენ გვქონდა ურთიერთობები ადამიანებთან და ვპოულობდით თანამოაზრეებს, რომლებიც ჩვენსავით ენთებოდნენ ამ იდეებით. მთავარია — გულახდილად გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ.
რა გაძლევს შთაგონებას მიაღწიო ამ ყველაფერს?

— მოგზაურობა — ჩემი ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა! მიყვარს, როდესაც ვათვალიერებ ახალ ნივთებს, ადგილებს, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებს. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მომწონს მუზეუმების შიგთავსი, მაგრამ სივრცის ატმოსფერო მაძლევს ახალ იდეებს და გადაწყვეტებს. ასევე, შთაგონების წყარო ხშირად საინტერესო ადამიანები არიან, რომელთაც მოგზაურობების დროს ვხვდები. როდესაც ახალ ქალაქში ჩავდივარ, აუცილებლად ვსტუმრობ საუკეთესო ადგილებს და შემოქმედებით სივრცეებს.

ძალიან შთამბეჭდავია, რომ თბილისში ბევრი ახალი პროექტი ჩნდება, იხსნება სივრცეები, იქმნება მოძრაობა. თანამედროვე ახალგაზრდების თაობა თავად ქმნიან გაერთიანებებს და სივრცეებს. ეს ძალიან დიდ ენერგიას იძლევა. დიდი წვლილი ამ მოძრაობაში შეაქვთ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ისინი ქმნიან დროებით პროექტებს და აგენერირებენ ახალ იდეებს.

როდესაც რაღაცის ბოლომდე გჯერა — ეს გადამდებია სხვებისთვისაც. სანამ Generator 9.8-ს კეთებას დავიწყებდი, მხოლოდ არასამთავრო ორგანიზაციებში პროექტული მენეჯმენტით ვიყავი დაკავებული. არ მქონდა არავითარი სპეციალური ცოდნა — არასოდეს მიწევდა კოვორკინგში მუშაობა, ჩვეულებრივი ვიზიტორი ვიყავი. ჩვენ გუნდს არ ჰქონდა ბიზნესში გამოცდილება. მაგრამ ბოლომდე გვჯეროდა ჩვეი იდეის. ალბათ, ამ რწმენის წყალობით ვაძლევდით შთაგონებას ჩვენს გარშემო ადამიანებს, რათა ჩართულიყვნენ გუნდურ მუშაობაში. ჩვენ გვქონდა ურთიერთობები ადამიანებთან და ვპოულობდით თანამოაზრეებს, რომლებიც ჩვენსავით ენთებოდნენ ამ იდეებით. მთავარია — გულახდილად გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ.

Натали Кенкадзе, коворкинг в Тбилиси, Generator 9.8, волонтеры
— როგორ არის შესაძლებელი საკუთარი პროექტით თქვენთან კოლაბორაცია?

— იმისათვის, რომ მოაწყოთ თქვენი ღონისძიება, აუცილებელია შეავსოთ ონლაინ-ფორმა. ჩვენ დაგიკავშირდებით და შევთანხმდებით შემდგომ დეტალებზე. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე, ფეისბუქზე, დაგვირეკოთ ან გვესტუმროთ.

რას გთავაზობთ:
— ღონისძიებების მოსაწყობ სივრცეს;
— აღჭურვილობას: პროექტორი, დინამიკი, მიკროფონი;
— ჩვენი ქსელის თანამშრომლების ჩართვა პროექტის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე;
— პუბლიკაციები ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, აუდიტორიის მოსაზიდად.

თუ გეგმავთ ფასიან ღონისძიებას — უნდა დაუკავშირდეთ უშუალოდ მედიათეკის ხელმძღვანელობას და შეუთანხმოთ ღირებულება.


— რა ტიპის პროექტებია საინტერესო თქვენთის?

— ჩვენ გვაინტერესებს პროექტები განათლების, სოციალური და კულტურული სფეროდან. ახლა უკვე გვაქვს სივრცე წყნარი პარკის გარემოცვაში, და როგორც იქნა გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ სპორტული ღონისძიებები. უახლოეს მომავალში ჩავატარებთ პირველ საფეხბურთო ტურნირს. თუმცა აქ ასევე ჰარმონიულად გამოიყურება იოგა, მედიტაცია და სპორტული შეჯიბრებები.

პროექტი ეფუძნება პირად ინიციატივას. ეს არ არის სამთავრობო პროექტი ან საერთაშორისო ფონდების გრანტები. ეს არის ღონისძიებები, მოწყობილი აქტიური მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ გააუმჯობესონ ქალაქი და სარგებელი მოუტანონ გარშემო ხალხს.

შემოგვიერთდით! ჩვენ მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ ნებისმიერთან, ვინც ჩვენს იდეებს იზიარებს.

Generator 9.8 კონტაქტი:

მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 164 (მედიათეკა კიკვიძის პარკში);
Email: coworking.generator9.8@gmail.com;
Facebook: https://www.facebook.com/icpi.ge/;
ონლაინ-ფორმა ღონისძიების განაცხადი.
TEDxTbilisi, коворкинг в Тбилиси, Generator 9.8, лучшее в Грузии
სურათები: ნატალი ქენქაძის და რედაქციის პირადი არქივიდან.
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments