TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
culture, movie

The Most Precious — სოსო ბლიაძის ფილმი უსახლკარო ბიჭზე

ჩვენ ვიპოვნეთ თქვენთვის ქართველი რეჟისორის, სოსო ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Most Precious. პირველივე კადრებით თქვენ ხდებით რაღაც საიდუმლოების თანაზიარი — ბიჭუნას ნათელი თვალები და საქართველოს კონემატოგრაფიული გადმოცემა ჩაქსოვილია გულისამაჩუყებელ ისტორიაში. ეს ისტორია — დამტვრეულ ავტობუსში მცხოვრები ბიჭუნას ცხოვრების ფრაგმენტია. დღისით ბიჭი მაღაზიასთან მათხოვრობს, რომლის ვიტრინაში მიმზიდველი წითელი ნოუთბუქი დგას. მაგრამ მოდის ადამიანი, მიაქვს სანატრელი ნოუთბუქი და ამით ყველაფერი იცვლება.
მე ვთვლი, რომ ყველაფერი რაც ზრდასრულ ცხოვრებაში ხდება, არის ბავშვობის ანარეკლი. ჩვენ ვხდებით ის, რაც არის ჩვენი გადაწყვეტილებების და წარსული გამოცდილების რეზულტატი. ჩემი აზრით, ბავშვობა არის ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი და ზუსტადაც ამიტომ ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში ბავშვური პრობლემების წამოწევას.
режиссер сосо блиадзе, грузинское кино, коротометражка
სოსო ბლიაძე
რეჟისორი
მე ვიღებ ჩემს პირველ სრულმერაჟიან ფილმს "ოთარის სიკვდილი" 2018 წლის ზაფხულისთვის. "ოთარის სიკვდილი" — ეს არის ისტორია არასაკმარისი სიყვარული შესახებ. ორი მოზარდი — ნიკა და ოთო, იბრძვიან საკუთარი დედების სიყვარულისთვის. ერთი მათგანი ცხოვრობს ქალაქში, ხოლო მეორე — სოფლად. ქეთი (36 წლის) და მისი შვილი ნიკა (16 წლის) ცხოვრობენ თბილისის ძალიან ღარიბ უბანში. ქეთი — ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ ცვალებადი ქალია, რომელიც ხან ერთ სასიყვარული თავგადასავალში გადაეშვება, ხან მეორეში. მისი ხასიათის ზუსტად ეს თავისებურება აიძულებს ნიკას მანქანით მარტო გაემგზავროს სახლში და მოკლას ადამიანი. ხოლო თამარა, ოთოს დედა, ითხოვს დიდ თანხას კომპენსაციის სახით ბაბუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
режиссер сосо блиадзе, грузинское кино, фильм
სოსო ბლიაძე
რეჟისორი
В 2017 году, на фестивале в Роттердаме, состоялась международная премьера новой короткометражки Сосо Блиадзе Three Steps. Фильм повествует о тринадцатилетней Мариам, которая живет со своим отцом Резо в бедных трущобах Тбилиси. В открытом доступе есть трейлер.
режиссер сосо блиадзе, грузинское кино, soso bliadze
ფოტო სოსო ბლიაძის პირადი არქივიდან
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments