TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
style, shop, kids

Melissa Shoes თბილისში

ბრაზილიური ფეხსაცმლის ბრენდი კოლაბორაციით კარლ ლაგერფელდთან და ზაჰა ჰადიდთან
музей тбилиси наука дети
ფეხსაცმელი Melissa გამოდის ბრაზილიაში 1980-იანი წლებიდან და შექმნილია ეკოლოგიური და მაღალტექნოლოგიური თერმოპლასტიკისაგან. Melissa-ს თითოეული წყვილი გაჟღენთილია არომატით tutti frutti, რომელიც საღეჭი რეზინის ან კამფეტის გემოს მოგაგონებს.

ეს ფეხსაცმელი გამახსოვრდება პრინტებით, 3D-მოხატულობით, ფერებით და იგი უბადლოა წვიმიან ზაფხულში: მსუბუქი რეზინის ბალეტკები, ფლოსტები, ჩექმები თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი შესანიშნავად ერგება ფეხს და პრაქტიკულად არ ისვრება – ამ ფეხსაცმლით შეიძლება როგორც ფართიზე წასვლა, ისე ზაფხულის ცხელი ღამეობით სეირნობა.
музей наука тбилиси грузия дети
ყველა ფეხსაცმელი შექმნილია რბილი და ელასტიური მასალისაგან Melflex, შედეგად ორიოდე დღე ტარების შემდეგ იგი იღებს თქვენი ფეხის ფორმას. მე უკვე მესამე სეზონია Melissa-ს ბალეტკები მაცვია და აღფრთოვანების მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. ერთი ისაა — მიჩვევა იცის =)

ამ ბრენდს უკვე შეუერთდნენ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები — ვივიენ ვესტვუდ, კარლ ლაგერფელდ, ზაჰა ჰადიდ, ჟან-პოლ გოტიე, ჯულია საიმონ, მარინ სტემფლი და ბევრი სხვა. შეუერთდით თქვენც! მითუმეტეს, რომ Melissa-ს ყიდვა როგორც იქნა საქართველოშიც შესაძლებელია.
სხვა ღირებულებების გარდა, პლასტიკის ფეხსაცმელი არ აბინძურებს გარემოს. გაცვეთილი ფეხსაცმელი უტილიზაციას ექვემდებარება, ხოლო ძველი კოლექციების გაუყიდავ მარაგს მარტივად გადაადნობენ ახალ მოდელებში.

მიაქციეთ ყურადღება, რომ Melissa-ს აქვს არანაკლებ ლამაზი და მოსახერხებელი საბავშვო კოლექცია!


თბილისში ფეხსაცმლის მოზომვა და ნახვა შესაძლოა:
Instagram
მისამართი 1: თბილისი მოლი, ატრიუმი მეორე სართულზე
მისამართი 2: დ. აღმაშენებელის გამზ. 16
(+995) 577-24-35-19



ყველა სურათი აღებულია http://shopmelissa.com
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები