TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
heroeS, Architecture, interview

არქიტექტორი მარკ გლაუდემანსი და თბილისის ურბანული განვითარების მასტერ-კლასი

მარკ გლაუდემანსმა, საერთაშორისო პროგრამა Stadslab European Urban Design Laboratory დამფუძნებელმა, Tbilisi Urban Experiments Group-თან ერთად ჩაატარა ვორკშოპი "თბილისური ეზოები", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა არქიტექტორები და მთელი მსოფლიოდან თბილისში ჩამოსული ქალაქმშენებლები.

პროექტის მიზანია — თბილისის ისტორიული ეზოების სოციალური და კულტურული ფასეულობის გადახედვა. ასევე რეკონსტრუქციის სტრატეგიის შემუშავება, კვლევის და გეგმარების მეთოდების საფუძვლის შექმნა, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება თბილისის ძველ და ახალ უბნებში. სულ რაღაც 4 დღის განმავლობაში გუნდებმა შეიმუშავეს წინადადებები და წარმოადგინეს ისინი აღმაშენებლის გამზირზე, სადაც პროექტის მონაწილეებმა, პროფესიონალებმა და უბრალო გამვლელებმა ნახეს რეზულტატები და აქტიურად განიხილეს პროექტი.
მარკ, მოგესალმებით, მოგვიყევი შენს შესახებ.

მე ვარ მარკ გლაუდემანსი, წარმოშობით ჰოლანდიელი, 47 წლის, ორი შვილის მამა. ვარ არქიტექტორი და მეცნიერებათა კანდიდატი არქიტექტურის თეორიის და ისტორიის დარგში. გარდა Stadslab-ისა, ასევე ვარ Urban Strategies პროფესორი და ორი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სასწავლო ნაწილის დირექტორი, სასწავლებელში Fontys School of Fine and Performing arts, ტილბურგში, ჰოლანდია.

რას წარმოადგენს Stadslab?

Stadslab შეიქმნა 2007 წელს, როგორც ჩვენი სკოლის საერთაშორისო პროგრამა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა არქიტექტორების და ქალაქმშენებლების პროფესიული განათლების პროგრამა, რომელშიც გავაერთიანებდით სასწავლო პროგრამას და პრაქტიკულ კვლევებს. ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია შედგება ახალგაზრდა პროფესიონალებისაგან, ხოლო პროგრამის შედეგები წარმოადგენს რეალურ ფასეულობას ჩვენი კლიენტებისთვის — როგორც წესი, ეს არის ქალაქების მერიიები და გეგმარებითი სამსახურები. ამიტომ, ჩვენ თავს ხანდახან არაკომერციულ კონსულტანტებს ვუწოდებთ. Stadslab უკვე შესრულებული აქვს პროექტები 15-ზე მეტ ქვეყანაში.
მინდა ავღნიშნო თბილისის ცოცხალი ატმოსფერო — ახალგაზრდები და ხნიერები ერთი მეორეს მიყოლებით მოდიან თბილისის ძველი ქუჩების ლაბირინთში
რა ზეგავლენას ახდენენ შენზე სხვადასხვა კულტურები და სივრცეები?

საინტერესო შეკითხვაა! მოგზაურობა და ადამიანებთან შეხვედრა სხვადასხვა კონტინენტებიდან საოცრად მამდიდრებს. ეს შესაძლებლობას მაძლევს საკუთარი აზრები და ჩამოყალიბებული შეხედულებები პერსპექტივაში დავინახო. და უმეტეს შემთხვევებში სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები ხოლმე ადგილობრივი დისკუსიებით ქალაქგეგმარებითი სივრცეების და სოციალური საკითხების გარშემო. პროფესიული ზეგავლენის გარდა, ასევე კულინარიულ და კულტურულ ტრადიციებთან ზიარებას აღვიქვამმოგზაურობის უზარმაზარ პლიუსად. მოგზაურობა შედარებით თავმდაბალს გხდით, თქვენ სხვაგვარად იწყებთ იმ ადგილის აღქმას, სადაც ცხოვრობთ. ადამიანები, რომლებიც იშვიათად მოგზაურობენ, მიდრეკილნი არიან უკმაყოფილების უფრო ხშირად გამოხატვისკენ, თუნდაც მათი მდგომარეობა საზოგადოებაში უფრო პრივილეგირებული იყოს.


რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ თბილისმა?

შესანიშნავი საჭმელი, ლამაზი რესტორნები — განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ბევრი მათგანი ვეგეტარიანულია. ქალაქში მიმობნეულია ბევრი ვინტაჟური მაღაზია, ბევრი ხეა. მინდა ავღნიშნო თბილისის ცოცხალი ატმოსფერო — ახალგაზრდები და ხნიერები ერთი მეორეს მიყოლებით მოდიან თბილისის ძველი ქუჩების ლაბირინთში.
архитектура Тбилиси, урбанистика, что посмотреть в Грузии
როგორ განვითარდება მტკვრის სანაპირო, კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის, ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და მდინარის დასვენებისთვის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით?
რატომ გადაწყვიტე პროექტის განხორციელება თბილისში?

თბილისი უკვე დიდი ხანია ჩემს Wish List-ში იყო. Stadslab-ს უკვე განხორციელებული აქვს ერთი პროექტი საქართველოში — 2010 წელს, ბათუმში, ჩვენ შევასრულეთ პროგრამა "სანაპიროს განვითარება". ამ პროგრამის მომზადებისას, მე მოვინახულე ფოთი, ქუთაისი, თბილისი — და მაშინვე მოვიხიბლე საქართველოს დედაქალაქით. 2015 წელს ოჯახთან ერთად გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით თბილისში, ზაფხულის არდადეგებზე. ქალაქს აქვს ნამდვილი ხიბლი — ევროპული, აღმოსავლურ-ევროპული და ახლოაღმოსავლური სტილები ერწყმის ერთამენთს არქიტექტურაშიც და კერძებშიც. გარდა ამისა, ქალაქს აქვს მრავალი ურბანული გამოწვევა, და იგი საკმაოდ გახსნილია უცხოელ სპეციალისტებთან ურთიერთობისთვის.
архитектура Тбилиси, урбанистика, что посмотреть в Грузии
რა სარგებელი მოუტანა ქალაქს ჩატარებულმა მასტერ-კლასმა?

ვფიქრობ, მისი ფასეულობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება გაკეთებული პროგრამის შედეგებზე დაყრდნობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ზეგავლენა და ფასეულობა საკმაოდ მწირია. გარკვეულწილად იმიტომ, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებულმა საჯარო გამოფენამ იარსება სულ რამოდენიმე საათი. მე შევამჩნიე, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, მაგრამ ამან საზოგადოებრივი დებატები არ გამოიწვია. იმედს ვიტოვებ, რომ დოკუმენტური ფილმი ჩვენს თბილისურ მასტერ-კლასზე, რომელიც ფაბიომ ჩემი თხოვნით შექმნა, შესანიშნავი მედია-ფორმატი გახდება თბილისის ურბანულ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ფართო აუდიტორიაზე გასავრცელებლად (ამ შემთხვევაში"რევიტალიზაცია" — სივრცეების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა, ძველი აუთენტური ტერიტორიების და შენობების შენარჩუნების პირობით — რედ.).

ფილმი წარმოდგენილი იქნება მრავალ კინოფესტივალზე მთელს მსოფლიოში, რაც გლობალურ რუკაზე დაიტანს თბილისს და მდგრადი ურბანული განვითარების თემას ისტორიული და კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პრიობებში. ჯამში, ჩვენმა მოკრძალებულმა წვლილმა ამ 5-დღიან პროექტში შესაძლოა ბერკეტის როლი შეასრულოს, რათა წამოწყებული იქნას უფრო ფართო დისკუსიები ცხოვრების დონესთან და ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.


კიდევ ისურვებდი თბილისში დაბრუნებას?

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები — სამუშაოდ, ან თუნდაც როგორც ტურისტი. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა მენახა, თუ როგორ განვითარდება მტკვრის სანაპირო, კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის, ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და მდინარის დასვენებისთვის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ვფიქრობ, თბილისისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, ქალაქის ტურისტული და საქმიანი პოტენციალის გაზრდასთან ერთად, მაცხოვრებლების და სოციალური სტრუქტურების ინტერესთა შეულახავად.

მოგვიყევი, ამჟამად რაზე მუშაობ?

ამჟამად ვმონაწილეობთ ერთი მომცრო დასახლებული სოფლის პროექტში — ეს არის პატარა სოფელი სამხრეთ აფრიკაში. თემაა — "კულტურათაშორისი სივრცის პროექტირება" რასობრივი და სივრცითი სეგრეგაციის კონტექსტში. მსგავსი სოფლები წარმოადგენს ხელოვნურ დასახლებებს, რომლებიც შეიქმნა 1950-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში, რასობრივი აპარტეიდის შემოღების შემდგომ. ფერადკანიანი და შავკანიანი ადამიანები გაასახლეს საკუთარი სახლებიდან, ქალაქებისგან მოშორებით, მთავრობის მიერ აშენებულ უხარისხო შენობებში. მსგავსი სოფლების უმეტესობა დღემდე არსებობს. ამ რეგიონებში დღემდე ძალიან მაღალია სიღარიბის და კრიმინალის მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მთავრობა დიდ ინვესტიციას დებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.

დასახლება "დარლინგი", სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ძალიან სასიამოვნო ადგილია. როგორც ბევრ სხვა სამხრეთ-აფრიკულ დასახლებაში, წარმოქმნილში რასობრივი აპარტეიდის შედეგად, აქაც ამ რეჟიმის გადმონაშთები ასახულია სივრცით გეგმარებაში. თუ არ არსებობს შესაძლებლობა ან ამოცანა, რომ საერთოდ გაუქმდეს ამგვარი დასახლებები, მაშინ ცხოვრების დონის მდგრადი გაუმჯობესების ერთადერთი გზა — თანაცხოვრების საშუალებების ხელახლა გააზრებაშია. საზოგადოებრივი სივრცე ამ საკითხის მნიშვნელოვანი ელემენტია. სამი მასტერ-კლასის განმავლობაში, ჩვენ ჩავატარებთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრის კვლევას, ჩამოვაყალიბებთ ყველაზე პოპულარულ იდეებს და დავნერგავთ ამ იდეებს ქალაქგეგმარებით სივრცეში.
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring