TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Art, heroeS, interview

მითოლოგია და ილუსტრატორ დათო სიმონიას ნამუშევრები

ხატვის ჯადოსნობა ნებისმიერ განცდას გარდაქმნის შთაგონებად
иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
მოგვიყევი შენს შესახებ

მე ვარ დათო სიმონია, დავიბარე დასავლეთ საქართველოში, ლამაზ და წვიმიან ადგილას. ხატვა ბავშვობაში დავიწყე, 3 წლის ასაკში და ჩემი პირველი ნახატები დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს. მაშინ მე ქაოტურად ვსვავდი ბევრ წერტილს, შემდეგ კი ვაერთიანებდი მათ ხაზებით და გამომდიოდა მოწესრიგებულობა. ჩემი ბავშვობა 90-იანებს დაემთხვა, როდესაც დენი ხშირად არ იყო. ამიტომ ძირითად ნავთის ლამპრის შუქზე ვხატავდი. ხაზები ორნამენტები ხდებოდნენ, ორნამენტები - ქალის პორტრეტები, ყველაფერი ერთად ყალიბდებოდა როგორც ტანსაცმლის მოდელირება და შედეგად დავიწყე ჩანახატების დღიურის წარმოება. ამ მომენტიდან ხატვა ჩემთვის ყოველდღიურ და სერიოზულ აუცილებლობად იქცა.
иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
ბავშვობიდან ყველა ამბობდა, რომ ნიჭიერი ვიყავი. თუმცა არავის გავუფრთხილებივად, რომ ნიჭი ხანგრძლივ მუშაობას საჭიროებს. შედეგად გამოვიდა, რომ გავიზარდე სრულიად თავნება მხატვარი, როგორც ველური ხვიარა მცენარე, რომელიც მიმართულების გარეშე ვითარდება. ერთის მხრივ, ეს კარგია. თუმცა მეორეს მხრივ მრავალ სირთულეს გადავაწყდი. როდესაც რამე არ გამომდიოდა – ვფიქრობდი რომ გამოსწორება ჩემს ძალებს აღემატებოდა. ეს იმდენად მთრგუნავდა, რომ მომენტებში მსურდა ხატვისთვის თავი დამენებებინა.

მაგრამ როგორც შემდგომში გავიგე, არასრულფასოვანი ვარჯიში და მუშაობის არათანმიმდევრულობა ნიჭს ატროფირებულ მუსკულატურად აქცევს. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე ვარ მხატვარი-ილუსტრატორი და ეს ჩემი საყვარელი საქმეა.

иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
რა მეხმარება წინსვლაში

ჩემი პროდუქტიულობის საიდუმლო, ჩემი აზრით, სენსიტიურობაშია, რომლითაც ვეპყრობი ყველაფერს – ადგილებს, ნივთებს, ადამიანებს, ფაქტებს. მთავარია არ გეშინოდეს იყო ღია ახალი შთაბეჭდილებებისთვის და შთაგონება არასოდეს დასრულდება. თუმცა, ცხოვრების ესეთ სტილს თავისი მინუსებიც აქვს, მაგალითად ძალიან დაუცველი ხდები ყველაფერი ნეგატიურის წინაშე, რაც მტკივნეულია. მაგრამ ამაშიცაა ხატვის ჯადოსნობა – მას ნებისმიერი შთაბეჭდილების შთაგონებად გარდაქმნა შეუძლია. მთავარი მათგანია ქართულ მითოლოგიაზე მუშაობა. ეს ძალიან ნაყოფიერი სფეროა, თუმცა მიტოვებული და უკაცრიელი.

თბილისის ზეგავლენა

თბილისს უნებლიედ უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩემზე და საერთოდ ყველა აქ მცხოვრებზე. ფიზიკურად და მენტალურად ეს ხშირად ნეგატიური ზეგავლენაა, ამიტომ ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ვცდილობ თავისუფალი დრო ქალაგგარეთ გავატარო.

ნეგატიურის გარდა, თბილისში ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის, მითუმეტეს შემოქმედი ადამიანისთვის. დაწყებული სრულიად ველური ურბანისტური გარემოთი და დამთავრებული ძველებური, მისტიკური სარდაფებით, რომლებიც ჩვენს ქვეშ არის განთავსებული. თბილისი – ორსახა ქალაქია, საინტერესო და წინააღმდეგობებით აღსავსე, იგი ნებისმიერი შემოქმედებითი მუშაობისთვის იუდეალური ლოკაციაა.

ძალიან ვისურვებდი, რომ შემოქმედებითი აქტიობა ამ ქალაქიდან საქართველოს სხვა რეგიონებზეც გავრცელებულიყო, თუმცა მესმის, რომ ეს რთული და დროში გაწელილი პროცესია. იმედი მაქვს, ოდესმე ეს მოხდება. კიდევ იმედს ვიტოვებ, ჩვენი დედაქალაქი დაიბრუნებს ადრინდელ მრავალფეროვნებას, ჯადოსნობას და გახსნილობას ყველა ნაციასა და აღმსარებლობის მიმართ, რითაც ასეთი თვალწარმტაცი იყო ადრე. მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მაინც განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი როლის გადაფასებაშია.

შთაგონების შესახებ

შთაგონების წყარო ჩემთვის ყველაფერშია, ნებისმიერ ადგილში, საგანში. ვთვლი, რომ არ არსებობს სილამაზე და სიმახინჯე, საინტერესო და უინტერესო მოვლენები. ნებისმიერ "უინტერესო" ადამიანში, თუ არ დაგეზარა და ძალიან მოინდომე, შესაძლოა იპოვო ოქროს წყარო. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი მთავარი მასწავლებელი და შთაგონება – წყალია. მისგან მე ვსწავლობ მოქნილობას, იმპროვიზაციის ხელოვნებას და ბევრ სხვა რამეს; ეს თვისებები ძალიან მეხმარება.

რას ვუსურვებდი მათ, ვისან ახალი წამოწყება სურს

პირველ რიგში, ყველას ვურჩევდი დაძლიონ შიში, რომლითაც გაჟღენთილია ყველა ჩვენი ქმედება. სიახლის, ექსპერიმენტების, სიუცხოვის შიში. კიდევ ვურჩევდი იყვნენ მოქნილი, როგორც წყალი. სიახლეს ყოველთვის თან ახლავს შეცდომები და სირთულეები, რომლებსაც იოლად უმკლავდები, თუ წყალივით მოქნილი ხარ. ნებისიერ საქმეში აუცილებელია ძალიან ბევრი შრომა ჩადო, მითუმეტეს შემოქმედებაში.
კონტაქტი და გალერეა

ჩემი ნამუშევრების ნახვა შეიძლება აქ: https://www.facebook.com/DatoSimoniaArt/
ჩემი ტელეფონია: 555 67 76 72



иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები