TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Art, heroeS, interview

Mikibo-ს იდუმალი ილუსტრაციები

ერთადერთი, რაც ჩვენ შემოქმედებისთვის მართლა გვჭირდება — ემოციებია
mikibo, иллюстрация, что посмотреть в тбилиси, лучшее в тбилиси, современная грузия
მოგვიყევი შენს შესახებ

მოგესალმებით, მე ვარ Mikibo, მხატვარი თბილისიდან. პატარაობაში ჩუმი ბავშვი ვიყავი და მუდამ ვიკვლევდი გარშემო სამყაროს. ამ დაკვირვებების შედეგად დამიგროვდა ბევრი იდეა და თეორია, რომელთა გადმოცემა ჩემი შემოქმედების მეშვეობით დავიწყე.

ძირითადად ვმუშაობ პროგრამებში Adobe Photoshop და Adobe Illustrator. კიდევ ვქმნი ესკიზებს, ვმუშაობ ანიმაციასთან და ხმასთან. ჩემი ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტებია – მაუსი, ფანქარი და მარკერი Sharpie.

რა გეხმარება წინსვლაში

განზრახული მაქვს ევროპაში გადასვლა საცხოვრებლად, მინდა ვიმუშაო თამაშებზე და ფილმებზე, მინდა შევქმნა რაიმე დაუვიწყარი სანამ აქ, ამ ქვეყნად ვარ. ზოგიერთი ამბობს, რომ ნიჭიერი ვარ, თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ ცნობისმოყვარე და ვორკაჰოლიკი უფრო ვარ. ამ ორმა თვისებამ მომიყვანა იმ წერტილამდე, სადაც ეხლა ვარ.

მე ყველაზე ასოციალური ადამიანი ვარ სამყაროში, ამიტომ ვამჯობინებ ჩემს თავთან განმარტოვებას. როდესაც ვმუშაობ, ვარსებობთ მხოლოდ მე და ჩემი შეგრძნებები. მე ვთვლი, რომ ადამიანს შეუძლია რაიმე შექმნას ნებისმიერ ადგილას და დროს, ვინაიდან ერთადერთი, რაც ჩვენ შემოქმედებისთვის მართლა გვჭირდება — ემოციებია. შინაგანი სიცარიელის შეგრძნებაც კი ემოციაა.

თბილისის ზეგავლენა

თბილისს ჩემზე ცუდი ზეგავლენა აქვს. როდესაც ქუჩაში გამოვდივარ, ვგრძნობ რომ ყველაფერი ზეწოლის ქვეშაა, ეს დისკომფორტს მიქმნის. გარდა ამისა, ყველაფერი ზედმეტად მატერიალისტურია — დედამიწაზე ბევრი დაკარგული სულია. ამიტომ, დროის დიდ ნაწილს სახლში, კომპიუტერთან ან Xbox-თან ვატარებ. ეს ნეგატივი, რომელსაც მე აღვიქვავ, მაძლევს მოტივაციას გავაგრძელო წინსვლა და დღითიდღე უფრო გულმოდგინედ ვიმუშაო.
mikibo, иллюстрация, что посмотреть в тбилиси, лучшее в тбилиси, современная грузия
ცვლილებების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია გააგრძელო გარემოს კვლევა, გულდასმით იმუშაო და დარჩე შენი თავის ერთგული. როდესაც ვიბადებით, ჩვენ ხის მორს ვგავართ, მაგრამ შეგვიძლია შედევრი გავხდეთ თუ მოვინდომებთ. რასაკვირველია, ეს ჩვენ შინაგან სამყაროსაც ეხება.
შთაგონების შესახებ

ძალიან დიდ შთაგონებას მაძლევს კოსმოსის ფერები და მუსიკა. მიყვარს უცნაური ბგერებით გამოწვეული ისეთი შეგრძნებები, რაც მანამდე არ განმიცდია. მიყვარს გარე სამყაროს ჟღერადობა და ხანდახან ვიწერ ხოლმე ხმებს, როდესაც ქუჩაში ვარ. კიდევ, ხანდახან სხვა ადამიანის ნაშრომი ბადებს შთაგონებას ჩემში. თუმცა არასოდეს თავად ადამიანი.
ნახვა და ყიდვა

ამ მაღაზიაში იყიდება მაისურები ჩემი დიზაინით: https://www.kok2.ge/product-tags/mikibo/
ნამუშევართა გალერეა: https://www.behance.net/mikibo
კონტაქტი:
https://www.linkedin.com/in/mikibo/

რა შეიძლება ითამაშოთ ან რას შეიძლება უყუროთ საღამოს

Mikibo-მ გაგვიზიარა თავისი საყვარელი ანიმე და თამაშები
иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები