TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Art, heroeS, interview

მხატვარი და დიზაინერი Masholand

ილუსტრაცია, დრაივი, უწონობა და პერსონაჟები თბილისიდან
художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
მოგვიყევი შენს შესახებ

მე ვარ მაშო, ქართველი დიზაინერი და მხატვარი. ბევრი წელი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ ხელოვნება არის ის, რაც მე მანიჭებს სრულ სიამოვნებას. მე არ მქონდა არაორაზროვნად გამოვლენილი ნიჭი ბავშვობიდან, და გრძელი გზის გამოვლა მომიწია მანამ, სანამ გავიგებდი ვინ ვარ მე სინამდვილეში. როდესაც სკოლა დავამთავრე, მშობლებმა შემომთავაზეს შემესწავლა ხელოვნების ისტორია და რესტავრაცია – ამან მომცა დრო და დამეხმარა ჩემს თავში გავრკვეულიყავი, და საერთოდაც, ხელოვნების ისტორია ყოველთვის სასარგებლოა.

თავიდან თბილისის ხელოვნებათა აკადემიაში სწავლა უცნაურად მომეჩვენა, თუმცა მალევე გადავედი მედია არტის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ლიტვაში გავემგზავრე, სადაც შევისწავლე პროდაქტ-დიზაინი. 10 თვე სწავლის შემდეგ, წავედი ხანოიში სტაჟირებაზე, გრაფიკული დიზაინის განხრით და იქ შევქმენი ჩემი პირველი ილუსტრაცია. მას შემდეგ ვერ ვჩერდები.

художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
რა გეხმარება წინსვლაში

მე ვთვლი, რომ კარიერაში წარმატება მოდის სადღეღამისო მუშაობის შედეგად. იმისთვის, რომ ამდენი იმუშაო, უნდა დანამდვილებით გიყვარდეს შენი საქმე, სხვა შემთხვევაში ადამიანი უბედური ხდები.

მე მაქვს ხედვა Masholand პროექტთან დაკავშირებით (პარალელური სამყარო, რომელიც მე ხანოიში აღმოვაჩინე) და მაქვს ოცნება, რომელიც ყოველდღიურად მიბიძგებს წინ და არ მაძლევს საშუალებას ვიზარმაცო.

გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო დროს — შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ იცვლება და ვითარდება სამყარო ყოველ წამს. და თუ გსურს იყო მისი ნაწილი, არ ღირს უკეთესი მომენტის ლოდინი, ვიდრე ეს წუთია. მე ნებისმიერ მომენტში ვცდილობ არ შევუშინდე ექსპერიმენტებს და შევიძინო ახალი უნარები, სხვადასხვა მასალის და ინსტრუმენტების გამოყენებით. ზოგიერთი მათგანი წარმატებულია, ზოგიც - არა. თუმცა უმეტესწილად ჩემი ილუსტრაციებისთვის ვიყენებ შავ მელნის კალმებს და ზეთოვან მარკერებს.


თბილისის ზეგავლენა

მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ზოგადად, გარემოს ადამიანზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, თუმცა თბილისმა ჩემს ნამუშევრებზე ისეთივე ძლიერი ზეგავლენა იქონია, როგორც სხვა ადგილებმა, სადაც მიწევდა მოგზაურობა, ცხოვრება ან მხოლოდ სტუმრობა. როდესაც მივდივარ, მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები, და კიდევ ქართული ღვინო, ბუნება და დედის მომზადებული საჭმელი.
ცვლილებების შესახებ

ქალაქი ყოველთვის იცვლება დროის მანძილზე. შეიძლება, აქ მხოლოდ ცხოვრება და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა უკვე ახდენს დადებით ზეგავლენას მასზე.

შენი თავის შეცვლა ძალიან ძნელია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბოლომდე შესაძლებელია. მაგრამ შეგიძლია შეიცნო შენი თავი. არ უნდა გეშინოდეს შეიცნო თუ ვინ ხარ შენ. უნდა ეცადო შენი დადებითი თვისებების გაუმჯობესება, სიახლეების სწავლა და არასოდეს უნდა გაჩერდე. უნდა გახსოვდე, რომ სრულყოფილი არავინაა და თითოეულის ცხოვრება უნიკალურია.

გალერეა და კონტაქტები:

მე მზად ვარ ნებისმიერი შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს - მით უფრო საინტერესო. ჩემი საკონტაქტო ელ-ფოსტაა: contact@masholand.com

ვებ-გვერდი:
www.masholand.com

ბლოგები:
www.medium.com/@masholand
www.masho-land.blogspot.com

სოციალური ქსელები:
https://www.facebook.com/masholand.masholand/
https://www.instagram.com/masholand/
https://twitter.com/masholand

ონლაინ მაღაზიები:
www.masholand.tictail.com
www.society6.com/mushu


художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები