TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Art, heroeS, interview

ადამიანის ბუნება მანანიკო Amarilla-ს ილუსტრაციებში

სახელოვნებო ტექნიკების დაუოკებელი კვლევა და შთაგონების პორცია
художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
მოგვიყევი შენს შესახებ

მე ვარ მანანიკო Amarilla კობახიძე, ვსწავლობ გრაფიკას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (პოსტერების დიზაინი, ილუსტრაცია, ბეჭდვა). ჩემს თავს მე მხატვარს ან ილუსტრატორს ვერ ვუწოდებდი, რადგან ვმუშაობ მრავალ სხვადასხვა ტექნიკასთან, ვვითარდები მათთან ერთად — დაწყებული ფოტოგრაფიით და დამთავრებული თეატრით ან VJ-ხელოვნებით, რომელსაც ამჟამად ვსწავლობ. მე ვმეტყველებ ვიზუალური გამოსახულებებით, იქნება ეს ნახატები თუ სხვა ტექნიკა, რომელსაც იმ მომენტში ვიყენებ. ჩემთვის ეს ყველაზე მარტივი და გულახდილი საშუალებაა. შეიძლება რაღაც მომენტებში იგი არასრულყოფილია, მაგრამ მე ყოველ დღე ვცდილობ გავხადო იგი უფრო გასაგები.

მე ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ როდესაც 16 წლის გავხდი, გადავწყვიტე ეკონომიკა შემესწავლა, ხატვა კი როდესმე მერე გამეგრძელებინა. ჩემი ოჯახისთვის ეს შოკისმომგვრელი იყო, ვინაიდან თეატრში გავიზარდე და ყოველთვის ვიყავი ხელოვნებით "შეპყრობილი". მაგრამ საბოლოოდ მაინც დავუბრუნდი იმას, რაც მართლა ჩემია. ხელოვნება — გრძელი გზა და საინტერესო მოგზაურობაა.

რა მეხმარება წინსვლაში

მე არ ვთვლი თავს წარმატებულ მხატვრად, მჭირდება მეტი სწავლა. აქ საქმე წარმატებაშიც არაა, არამედ იმაში, თუ რამდენად პატიოსანი შეგიძლია იყო ადამიანი საკუთარ თავთან; როგორ სძლევ კრიზისებს და იზრდება მათი მეშვეობით. ჩემი შემდგომი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ გავაგრძელო სწავლა გერმანიაში და ილუსტრაციით ვიყო დაკავებული, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით.

პროდუქტიულობა — არის როდესაც შეგიძლია მოტივირებული იყო იმუშაო ყოველ დღე, მაშინაც კი, როცა დათრგუნული ხარ. ადამიანს ნებისმიერ მომენტში შეუძლია რაიმე ღირებულის შექმნა. ეს რთულად ახსნადია, მაგრამ შემოქმედება იბადება ზუსტად შექმნის პროცესში. მე უბრალოდ ვუყურებ, ვაანალიზებ და ვქმნი — არავითარი სხვა საიდუმლო ინსტრუმენტი არ გამაჩნია.

თბილისის ზეგავლენა

თბილისი — კონტრასტების და სხვაობების ქალაქია. ძალიან მეომარი, მომენტებში პირქუშიც კი. თბილისში არ მყოფნის საღი აზროვნების თავისუფლება, საზოგადოებრივი ცნობიერება. თუმცა ნებისმიერ მუზეუმს, მეტროს, ბარს, თითოეულ ქუჩას ამ ქალაქში შეუძლია ინსპირაცია მოგცეს.

ცვლილებების შესახებ

იმისათვის რომ რამე შეცვალო, ადამიანი არ უნდა იყო "ნეიტრალური". უნდა შეეცადო შეიწოვო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ადამიანებთან ურთიერთობიდან, ფილმებიდან და წიგნებიდან, მაგრამ თავში უნდა დატოვო და შეინახო მხოლოდ შენთვის ფასეული ინფორმაცია.

გალერეა და კონტაქტი:

მე დაინტერესებული ვარ თანამშრომლობით თეატრალურ პროექტებთან, წიგნის ილუსტრაციების და გრაფიტი-პროექტების შექმნაში თანამონაწილეობით.

კონტაქტი:
mananikoamarilla@gmail.com
+995 558 333 913

გალერეა:
http://cationphotos.tumblr.com/
https://www.behance.net/Cation

რა აერთიანებს სენდაკს და შონიბარეს

მანანიკომ გაგვიზიარა ავტორები, რომლებმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინეს
Bill Viola
თანამედროვე ამერიკელი მხატვარი, რომელიც ვიდეოარტის ჟანრში მუშაობს
http://www.billviola.com
Daniel Libeskind
ამერიკელი არქიტექტორი-დეკონსტრუქტივისტი
http://libeskind.com
Santiago Calartava
ესპანელი არქიტექტორი და სკულპტორი, მუშაობს "ბიო-არტის" ესტეტიკაში
www.calatrava.com
School of Dimitry Krimov
რუსი თეატრალური რეჟისორი, სცენოგრაფი და პედაგოგი
http://eng.krymov.org/
Yinka Shonibare
თანამედროვე ბრიტანელი მხატვარი, იყენებს ფართო მედია-რიგს: სკულპტურა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია
www.yinkashonibarembe.com/
Maurice Sendak
ამერიკელი საბავშვო მწერალი და მხატვარი-ილუსტრატორი
სპაიკ ჯონსმა მისი წიგნის მიხედვით გადაიღო ფილმი
David Bowie
სერიოზულად, აქ მოვყვეთ დევიდ ბოუის შესახებ?
http://davidbowie.com
художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები