TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
heroeS, interview

Illustrator: "ჩვენი მიზანია — ილუსტრაციის სფეროს განვითარება საქართველოში"

ილუსტრაციის ოაზისი თბილისში — სახელოსნო, საგანმანათლებო სტუდია, ბიბლიოთეკა და მაღაზია
თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი უკვე 10 წელიწადზე მეტია ილუსტრაციით არიან დაკავებულნი. მათი ნამუშევრები გამოიყურება, როგორც ბავშვობისდროინდელი ისტორიები და მოგონებები; საკუთარ წიგნებში ისინი იკვლევენ სამყაროს ბავშვურ აღქმას, ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს შორის. მათი წიგნები გამოცემულია შვეიცარიაში, ჩინეთსა და საქართველოში.

2017 წელს გოგოებმა გახსნეს სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველაფერ საუკეთესოს თანამედროვე ქართულ ილუსტრაციაში. ეს არის სტუდია თავისი ვორკშოპებით, სახელოსნო, ბიბლიოთეკა და მაღაზია, სადაც იყიდება ქართველი ილუსტრატორების მიერ შექმნილი სასიამოვნო საგნები.

გამარჯობა! მოგვიყევით Illustrator-ის შესახებ

გამარჯობა! ჩვენ ვართ თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი. წიგნის ავტორები და ილუსტრატორები, ორივე ვართ სტარტაპერები.

Illustrator — ეს არის სამხატვრო სივრცე, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს: სტუდია და მაღაზია.

სტუდია Illustrator — ეს არის ადგილი, სადაც მხატვრები მუშაობენ საბავშვო წიგნებზე, ასწავლიან წიგნის შექმნას. საგანმანათლებო ნაწილი მოიცავს ხანგრძლივ საბავშვო კურსებს და სემინარებს, რომელშიაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. სტუდიაში არის მომცრო ბიბლიოთეკა, ქართველი და უცხოელი ილუსტრატორების წიგნებით. ბიბლიოთეკა ყველასათვის ღიაა.

მაღაზიაში Illustrator წარმოდგენილია ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ქართველი და არა მარტო ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რაც მათ საზოგადოებრივ პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აქ შეგიძლიათ იყიდოთ პრინტები, ორიგინალური ნამუშევრები, პლაკატები, ბარათები, სტიკერები, ჩანთები, ტანსაცმელი და სხვა ნივთები.

ხატვისას ორივე სხვადასხვა მასალას და ტექნიკას ვიყენებთ: ფანქარს, აკვარელს, აკრილს, გუაშს, მონოტიპიას და ა.შ. საბოლოოდ კი ნამუშევარს უმეტესად Digital ფორმატში ვამუშავებთ.


ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, სტუდენტობიდან, სამხატვრო აკადემიიდან. ორივე ვიყავით ვირტუალური გამომცემლობა Vigram Publishers წევრები, სადაც დავიწყეთ საავტორო საბავშვო წიგნებზე მუშაობა. შედეგად, ჩვენი 10 წიგნი გამოქვეყნდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობის მიერ. მერე დავაარსეთ The Book Art Center, სადაც ილუსტრატორების და ორგანიზატორების სახით მონაწილეობას ვიღებდით "თბილისის წიგნების დღეებში". ჩვენ ერთად ვასწავლიდით ხელოვნებას "თბილისის მწვანე სკოლაში". შესაბამისად, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე გვიწევდა ერთად მუშაობა, იქნებოდა ეს საერთაშორისო საბავშვო წიგნის ფესტივალებისთვის მზადება თუ გამოფენის მოწყობა.

ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანთან ერთად მუშაობა, ვისაც თვალდახუჭული ენდობი საქმეში. ორივე ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით, ხოდა ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა ჩვენი საქმის სწორად წარსამართად. შედეგად დავაარსეთ Illustrator. რა თქმა უნდა, ამ გზის გავლა არ იყო იოლი, დღემდე ბევრი შრომა გვჭირდება, თუმცა შედეგები დიდ სტიმულს იძლევა.

რა გიწყობთ ხელს თქვენს წარმატებაში?

უმთავრესი ის არის, რომ ორივეს კარგად გვაქვს გააზრებული რისი კეთება გვინდა: ორივეს გვინდოდა საკუთარი საქმის წამოწყება და ამ ნიშის განვითარება. ძალიან ბევრი შრომა გვიწევს, რა თქმა უნდა არის რთული პერიოდებიც, მაგრამ ვთვლით რომ ეს ბუნებრივია.
ერთმანეთის გვერდში დგომა არის უმნიშვნელოვანესი, ასევე დიდი სტიმულის მომცემია ის ხალხი, ვინც გვეხმარება ან უბრალოდ დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით და ამ ნიშის განვითარებით.

Illustrator — არის პროექტი, რომლითაც ვამაყობთ. დაარსების დღიდან იგი დიდ დაინტერესებას იწვევს საზოგადოებაში. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი საავტორო წიგნები დიდი წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე.

გვინდა რომ ჩვენი სტუდია გახდეს ბრენდი, რომლის ნაწილად ყოფნა პატივი იქნება ნებისმიერი ილუსტრატორისთვის და მისცემს მას თვითრეალიზაციის საშუალებას.
მოგვიყევით თქვენი გეგმების შესახებ

ჩვენი ყველა გეგმა ილუსტრაციას და წიგნებს უკავშირდება. გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც ვაპირებთ ისევ გავაგრძელოთ წიგნის ბაზრობებზე და გამოფენებზე მონაწილეობა და იქ ჩვენი ნამუშევრები წარვადინოთ. ჩვენი მიზანია ,,ილუსტრატორის'' საქმიანობის განვითარება. გვინდა რომ ჩვენი მაღაზია გახდეს ბრენდი რომლის ნაწილად ყოფნა პატივი იქნება ნებისმიერი ილუსტრატორისთვის და მისცემს მათ თვითრეალიზაციის საშუალებას.

ამჟამად ჩვენ ჯგუფ Kontakti-სთან ერთად ვმუშაობთ საგამოფენო პროექტზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება Shtruwelpeter museum-ში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და მნიშვნელოვანია ამ დროისთვის ქართულმა ილუსტრაციამ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიწიოს.

ჩვენ გვაქვს საგამომცემლო პროექტი — ქართული ზღაპრების ანთოლოგია, სადაც შეკრებილია სხვადასხვა ილუსტრატორების ნამუშევრები. წიგნი შვეიცარიაში გამოცემულია ძალიან ცნობილი გამომცემლობის NordSüd Verlag-ის მიერ 2017 წელს.

ჩვენს ბიბლიოთეკაში თავმოყრილია უცხოური და ქართული ილუსტრირებული წიგნები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი წიგნები და დიდი ინტერესით ათვალიერებენ და კითხულობენ.
როგორი ზეგავლენა აქვს საქართველოს თქვენს ნამუშევრებზე?

საქართველოში ილუსტრაცია ნაკლებად არის განვითარებული, ვიდრე ევროპაში. ერთ-ერთ ბიძგს ესეც იძლევა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც განვითარდეს ეს სფერო, შეიქმნას შესაბამისი ნიშა და გამოიწვიოს ხალხის ინტერესი. ხალხი ხშირად ვერ შეხვდება საქართველოში ისეთ ნამუშევრებს და წიგნებს, როგორზეც ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ვხედავთ, რომ ინტერესი არის და ამ სფეროს განვითარებას სერიოზული პოტენციალი აქვს. ჩვენ ვასწავლით ბავშვებსაც, გვაქვს პატარა ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია უცხოური და ქართული ილუსტრირებული წიგნები. მათ ძალიან მოსწონთ ასეთი წიგნები და დიდი ინტერესით ათვალიერებენ და კითხულობენ. ესეც ერთ-ერთი სტიმულია ჩვენთვის , როგორც ილუსტრატორებისთვის, რომ რაც შეიძლება საინტერესო წიგნები შევქმნათ მათთვის.

სადაც ვტრიალებთრას უსურვებდით ყველას?

ალბათ მაინც რაიმეს შეცვლას და მოსაწყენი საქმიანობების შეწყვეტას. ეს კომფორტის ზონიდან გასვლას გულისხმობს. ზოგს მოსწონს ამ ზონაში ყოფნა, ზოგს არა. ხასიათის თვისებაა, მაგრამ მე ვურჩევდი ყველას, პირველ რიგში საკუთარ თავს კითხონ, რისი კეთება უნდათ, და შემდეგ ერთხელ მაინც სცადონ ამ ზონის გარღვევა.

კიდევ ვუსურვებდით შთაგონების მიღებას ყველაფრისაგან, რითაც დაკავებულნი არ უნდა იყვნენ: იქნება ეს მუსიკის მოსმენა, წიგნების წაკითხვა თუ ტელევიზორის ყურება. უმნიშვნელოვანესია გარემო, სადაც ვტრიალებთ, სოციუმი და მოვლენები, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება.

გაკვეთილები

ჩვენ გვაქვს გაკვეთილები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის: საბავშვო — ხუთწლიანებისთვის, 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 10-დან 13 წლამდე მოზარებისთვის და დიდებისთვის — 14-დან 99 წლამდე. ზრდასრულების ილუსტრაციის კურსებზე ჩვენ პრაქტიკული სწავლება გვაქვს — ვქმნით წიგნებს. ამ კურსზე დასასწრებად გარკვეული მხატვრული ცოდნაა საჭირო, თუმცა რაიმე სპეციალური გამოცდილება არ მოითხოვება.

ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჩვენი სტუდენტის პირველი წიგნი. ნახეთ!
კონტაქტი

ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი შემოქმედებითი პროექტისთვის და გვაინტერესებს სხვადასხვა დიზაინერებთან და ილუსტრატორებთან თანამშრომლობა.

ჩვენთან დაკავშირება მარტივია:

www.illustrator.ge
studio@illustrator.ge
https://issuu.com/virgam

Facebook — Eka Tabliashvili
Facebook — Tatia Nadareishvili
Behance.net — Tatia Nadareishvili

Eka.tabliashvili@gmail.com
Tatia.nadareishvili@gmail.com

სურათები თათია ნადარეიშვილის და ეკა ტაბლიაშვილის პირადი არქივიდან
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring