TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
style, heroeS, interview, kids

მამაკაცის აქსესუარები Giovanni Morra

თამამი კოსმოპოლიტების თვითგამოხატვის ძლიერი ინსტრუმენტი
художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
მოგვიყევი შენს შესახებ

ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ დაკავებული რაიმე კონკრეტული პროფესიით ან საქმიანობით. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს — გარდავქმნი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ყოველდღიურ საგნებს უფრო მრავალფეროვან და ემოციურებად; ვთარგმნი ჩემს ყოველდღიურ გამოცდილებას იმ ფერებში და მატერიებში, რომელთაც ვიყენებ ჩემი კოლექციის თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად.
ჩემი აზრით, კომუნიკაცია მარტივი უნდა იყოს – არ არის აუცილებელი სათქმელი ითქვას ჩახლართული, ექსტრავაგანტული ტერმინებით და ფრაზებით, ეს მომხმარებელს აძლევს ძალიან ცოტას, ან საერთოდაც - არაფერს. ყველაფერი მარტივადაა: ჩემი ნამუშევრები შთაგონებულია ნანახი ქალაქებით, მოსმენილი მუსიკითა და წაკითხული წიგნებით. მიუხედავად იმისა, რომ მე Giovanni Morra-ს იდეის გაჩენამდე ნამდვილად არ მქონდა მსგავსი გამოცდილება ამ სფეროში, მთელი პროცესის აწყობა მარტივი და სწრაფი აღმოჩნდა. ჩემი კრედოა — "ხარისხი უპირველეს ყოვლისა", და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მომეკვლია ჩემთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაძლებლობა და ჩამომეყალიბებინა წარმოების ისეთი პროცესი, რომელიც შედგება სტანდარტების ერთობლიობისაგან მყარი კავშირების გარეშე. მგონი, როდესაც აკეთებ იმას რაც გიყვარს, და გიყვარს ის, რასაც აკეთებ – არ შეიძლება ცდებოდე, ესე არ არის?
რა გეხმარება წინსვლაში

მე მივყვები ჩემს ინსტინქტებს. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ახალი პროდუქტის შექმნა გამოწვევებთან დაკავშირებული პროცესია, ვინაიდან ბევრი იდეა, რომელიც მაქვს, არ არის ისე მარტივად განხორციელებადი, როგორც თავიდან ვფიქრობდი; ასე რომ მიწევს ცდებისა და შეცდომების გზით სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება და ბევრ მომწოდებელთან ურთიერთობა, სანამ არ მივაღწევ სასურველ მიზანს.
სხვათა შორის, მოფიქრებული მაქვს რამდენიმე აქსესუარი, რომელიც ნებისმიერი მამაკაცის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს და უახლოეს მომავალში დავამატებ ჩემს არსებულ კოლექციას. ამჟამად ვმუშაობ ამაზე — ქსოვილების და მასალების უმეტესობა, რომელთაც ვიყენებ, იმპორტირებულია და საუკეთესო ხარისხისაა — მოუთმენლად ველი გავუზიარო შრომის ნაყოფი ჩემს მომხმარებელს უახლოეს მომავალში.
თბილისის ზეგავლენა

თბილისმა დიდი ისპირაცია მომცა ჩამოსვლის მომენტიდან. ეს არის მდიდარი ისტორია, სამზარეულო, მუსიკა, რასაც ყოველდღიურად დიდი სიამოვნებით ვეცნობი — ზუსტად ეს არის ადგილობრივი ცხოვრების ის მრავალი ასპექტი, რომელიც ძლიერ შთაგონებას მაძლევს ჩემს სამუშაო პროცესში.

გარდა ამისა, რაც ძალიან მიყვარს ქართველებში — ისინი არიან თამამი კოსმოპოლიტები, რომელთაც არ ეშინიათ სიახლეების. შესაბამისად, ჩემი ბრენდი გახდა თვითგამოხატვის ერთგავრი ძლიერი"ატრიბუტი" სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის. სწორედ ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის — როდესაც შენი აუდიტორია დადებითად აღიქვამს შენი შრომის ნაყოფს, შენ ბუნებრივად გეძლევა ძალა, გააგრძელო წინსვლა!


რას ურჩევდი ადამიანებს, რომელთაც განზრახული აქვთ ახალი საქმის წამოწყება?

ჩემი აზრით, გამბედავები უნდა იყვნენ, არ უნდა შეუშინდნენ უცნობს, ახალს და ექსპერიმენტებს, რომელთა განხორციელება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ, და ჯობია მედგრად მიუდგნენ მათ, რათა შექმნან რაიმე ღირებული. ზუსტად იცოდე რას აკეთებ — რა არის შენი პროდუქტის დნმ-ი და რითი განსხვავდება იგი სხვისაგან — და როგორ გინდა რომ ქმნიდე ამას. და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რატომ დაიწყე ეს ყველაფერი, ვინაიდან ეს არის ყველაზე ძლიერი ისტორია, შენი პირადი იარაღი, რომელსაც შეუძლია კვებოს შენი ენთუზიაზმი, გზად დახვედრილი ყველა დაბრკოლების მიუხედავად. ყოველთვის ენდე შენ თავს და შენს ნამუშევარს, და, ნებისმიერი შემთხვევაში, მიაღწევ წარმატებას იმაში, რასაც აკეთებ.

რა გაძლევს შთაგონებას

ყველაფერი ზემოთ ნახსენები და კიდევ ბევრი სხვა რამ. მე ჩემს თავს დავპირდი,
მივიღო სიამოვნება ყველაფრისაგან, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და ყველასგან, ვისაც არ უნდა შევხვდე. ცხოვრება სიამოვნებაა და მხოლოდ მაშინ შეძლებ სრულად შეიცნო იგი, როდესაც იზრუნებ ყველა პატარა დეტალზეც კი — ბგერით დაწყებული, სურნელითა და ფერებით დამთავრებული. ჩვენ, ადამიანები, უნიკალური ფერები ვართ, რომლებიც ქმნიან სამყაროს და თითოეული მომენტიც შესაძლოა, გახდეს თავგადასავალი, თუ ყურადღებით მოუსმენ და დააკვირდები.
კონტაქტი:

www.giovannimorra.com
fb.com/giovannimorrageo/
www.instagram.com/giovanni__morra/
hello @giovannimorra.com

მოხარული ვიქნები ვითანამშრომლო ადგილობრივ მხატვრებთან ახალი შესანიშნავი პრინტებისა და კოლექციების შესაქმნელად.
художник, иллюстрация, что посмотреть в Тбилиси, тбилиси лучшее, современная грузия
სურათები მოწოდებულია Giovanni Morra-ს მიერ
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები