TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
culture, movie

Ezos — ფაბიო პეტრონილის ფილმი თბილისურ ეზოებზე

2013 წელს აღმაშენებლის გამზირი რეკონსტრუირებული იქნა. გადავსებული ქუჩის ნაწილი გადაიქცა საფეხმავლო სავაჭრო ზონად. ფილმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარმა ჩარევამ, შესაძლოა, რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს და საფრთხის ქვეშ დააყენოს ტრადიციული უბნების ყოველდღიური ცხოვრება.

2017 წელს ანალიტიკურმა ცენტრმა Stadslab European Urban Design Laboratory შეისწავლა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ზეგავლენა თბილისური ეზოების სათუთ გარემოზე. ამ ვორკშოპის შედეგად შეიქმნა ფილმი Ezos — იგი მოგვითხრობს ისეთი ადგილების შესახებ, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ეტაკებიან ერთმანეთს.

თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments