TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Kids, place

მუზეუმი, სადაც საჭიროა ყველაფერს ხელებით შეეხოთ

გიგანტური გიროსკოპი, მაგნიტური თაღი და გამჭვირვალე პიანინო სახალისო მეცნიერების მუზეუმში "ექსპერიმენტორიუმი"
музей тбилиси наука дети
მუზეუმ "ექსპერიმენტორიუმის" ექსპონატი
2016 წელს თბილისში გაიხსნა ინტერაქტიული მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი". ეს არის სამეცნიერო-პოპულარული მუზეუმი Science Center სტილში, სადაც ბავშვებს და დიდებს შეუძლიათ დასხდნენ ლურსმებზე, უყურონ უხილავ მულტფილმს და გაუშვან ხმოვანი ტალღა. მოკლედ რომ ვთქვათ — შეეხონ მეცნიერებას ხელებით.

მსგავსი ცენტრი ბევრ ქალაქშია, მაგალითად ამსტერდამში და ბარსელონაში.

მუზეუმს უკავია საცხოვრებელი ცენტრის მთლიანი სარდაფ-სართული და მოიცავს ექსპონატებს როგორც მექანიკის, ელექტროობის, ელექტრომაგნიტურობის და ოპტიკის დარგებიდან, ასევე ყველაზე პოპულარულ საპნის ბუშტების ოთახს. თითოეული ექსპონატი აღჭურვილია აღწერით, თუ რომელი კანონების ზემოქმედებასთან გვაქსვ საქმე.
музей наука тбилиси грузия дети
გიგანტური გიროსკოპი, მეცნიერების მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი", თბილისი
მუზეუმში არის ოთახი-ლაბორატორია, სადაც აჩვენებენ ქიმიური ცდების სანახაობრივ წარმოდგენას, კაფე (სადაც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე სასარგებლო საკვებია) და პატარა მაღაზია.

მუზეუმი დააინტერესებთ არა მარტო ბავშვებს, არამედ აგრეთვე დიდებსაც — მხიარული ექსკურსია მოგაგონებთ დიდი ხნის წინ დავიწყებულ ფიზიკის კანონებს. სულ პატარები მიიღებენ უამრავ ტაქტილურ შეგრძნებებს, ხოლო მოზარდები — ცოდნას და მეტად შეუყვარდებათ ქიმია და ფიზიკა.

ასევე, მუზეუმში შესაძლოა დაბადების დღის აღნიშვნა, — თითოეული ბავშვისთვის დგება ინდივიდუალური პროგრამა.

ბილეთების ღირებულება:
ბავშვები (3-დან 6 წლამდე) – 9 ლარი;
დიდები (18 წლიდან) – 13 ლარი;
საოჯახო ბილეთი (2 დიდი, 2 ბავშვი) – 39 ლარი;
ომის ვეტერანები – შესვლა უფასოა;
3 წლამდე ბავშვები - უფასო.

ბილეთის ღირებულებაში შედის ერთ-საათიანი ექსკურსია ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე.

მისამართი: პ. ინგოროყვას 17;
ტელ: 0322 47 57 37;
სამუშაო საათები: ყოველ დღე, 10.00-დან 20.00-მდე.

სრული ინფორმაცია იხილეთ საიტზე ან Facebook.

საინტერესო ლექცია სამეცნიერო მუზეუმში "ექსპრიმენტორიუმი", თბილისი
კაფე მუზეუმში "ექსპერიმენტორიუმი", თბილისი
ექსპონატი სამეცნიერი მუზეუმში "ექსპერიმენტორიუმი", თბილისი
მუზეუმ "ექსპერიმენტორიუმის" დარბაზი, თბილისი
ექსპონატები მუზეუმში "ექსპერიმენტორიუმი", თბილისი
ექსპონატები მუზეუმში "ექსპერიმენტორიუმი", თბილისი
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments
სხვა სტატიები