TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
Cinema, Education

გადაიღეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი 5 დღეში, კინოინდუსტრიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით

პირველად თბილისში, 27 ივნისიდან 02 ივლისამდე პერიოდში, ჩატარდება ქართული კინოს ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ინტენსივი "კინო წარმოების ალფაბეტი" სრული "ჩაყვინთვა" ფილმის გადაღების პროცესში: სცენარით დაწყებული და თქვენს პორტფოლიოში საბოლოო მოკლემეტრაჟიანი ფილმის დამატებით დასრულებული.
რა ვნახოთ თბილისში, სად წავიდე, თანამედროვე ცეკვა, ყოველწლიური ფესტივალი

რა არის ინტენსივი "კინო წარმოების ალფაბეტი"?

ეს არის ვიდეო-პროდუქტის შექმნის დაჩქარებული წარმოების პროცესში მონაწილეობა. საწყისი სცენარის მიღებიდან ფინალამდე (მონტაჟი და გახმოვანება), კინოინდუსტრიის გურუების ხელმძღვანელობით.
თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ეს გამოცდილება ფილმის, სარეკლამო კლიპის ან თუნდაც Vimeo რგოლის წარმოებისთვის, შემდგომში ათასობით ლაიკის მოსაპოვებლად.
პრაქტიკა
  • 43 საათი ინტენსიური პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება პროდიუსერებისაგან, რეჟისორებისაგან და დამდგმელი მხატვრებისაგან, რაც შეგროვებული იქნა კინოინდუსტრიაში 25-წლიანი გამოცდილების შედეგად;
  • წარმოების ყველა პროცესის შესწავლა: პრე-პროდაქშენი, პროდაქშენი, პოსტ-პროდაქშენი;
  • მუშაობა პროგრამებში Final Cut ან Adobe Premier, ფერების კორექცია DaVinci-ს მეშვეობით.
ვისთვის
  • მათთვის, ვისაც განზრახული აქვს კინო-კარიერის დაწყება;
  • მათთვის, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა და იმით დაკავება, რაც მართლა მოსწონს;
  • მათთვის, ვისაც სურს საზაფხულო დრო სასარგებლოდ გაატაროს — საკუთარ განათლებაში ინვესტიცია მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ;
  • კინო ინდუსტრიაში დამწყებთათვის. მიღებული ახალი ცოდნა ხარისხობრივად გააუმჯობესებს თქვენი მუშაობის ფასეულობას და ხელს შეგიწყობთ ახალ ეტაპზე გადასვლაში.
რეზულტატი
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი კომედიის ელემენტებით თქვენს პორტფოლიოში, რომელიც შთამბეჭდავი იქნება დამქირავებლებისთვის;
  • რეცენზია და რეკომენდაციები კინოინდუსტრიის გურუებისაგან;
  • ფასდაკლება სწავლაზე Tbilisi Cinema College ერთ-წლიანი პროგრამით.
ინტენსივის ფარგლებში მოწვეული ოსტატები
Tbilisi Cinema College-ის ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ კინო-ინდუსტრიაში საუკეთესო სტუდენტები არ დარჩებიან შეუმჩნეველი.
Serge Roman (ესპანეთი)
ტექნიკური მიმართულების სპეციალისტი

25 წელიწადზე მეტი გამოცდილება სარეკლამო რგოლების წარმოებაში უმსხვილესი ბრენდებისთვის Adidas, Braun, Jeep, Ford, Toyota, Audi და სხვა. მის რგოლებს მიღებული აქვთ ოქროს და ვერცხლის "ლომები" კანის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
http://sergeroman.com/
Miroslav Mogorovic (სერბერთი)
ადმინისტრაციული მიმართულების სპეციალისტი
Art & Popcorn Motion Picture Company-ს მფლობელი, სერბეთის რესპუბლიკის კულტურის ეროვნული მრჩეველი. მიროსლავის მიერ პროდუსირებული ფილმები დაჯილდოვებულია ფესტივალებზე Venice Film Festival, 58th Berlinale, Germany, Cannes Film Festival და სხვები.
http://www.artandpopcorn.com
Piotr Wyrzykowski (პოლონეთი)
მხატვრული მიმართულების სპეციალისტი

25 წელიწადზე მეტია დაკავებულია მუსიკალური რგოლების, დოკუმენტური ფილმების, ვიდეო-არტის და სარეკლამო რგოლების წარმოებით, მათ შორის ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Nintendo, Coca-Cola, Stella Artois, Lexus და სხვები. მისი ნამუშევარი Beta Nassau შეტანილია ნიუ-იორკის MoMA კოლექციაში.
http://www.peterstyle.eu/pdf-set.html

27 ივნისს, 09:00, Fabrika-ში შედგება ინტენსივის საზეიმო გახსნა.
დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის

გახსნაზე შეძლებთ გაიცნოთ კურსის სპეციალისტები და სპიკერები, გაარკვიოთ სწვალების დეტალები და ინდუსტრიის პროფესიონალებისაგან მოისმინოთ ლექციები ადმინისტრირების, პროდიუსირების, აუდიო-ვიზუალური კონტენტის და განათების შესახებ ვიდეო-პროდუქციის წარმოებისას.

ინტენსივში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ სტუდენტებს საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

ღირებულება: 430 ლარი;
2-კაციანი ჯგუფისთვის ფასდაკლება — 10%;
3-5-კაციანი ჯგუფისთვის ფასდაკლება — 15%;
6-კაციანი ან მეტი ჯგუფისთვის ფასდაკლება — 20%.


დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია Tbilisi Cinema College გვერდზე:
TCC Academy
Facebook

დამატებით შეკითხვებს დიდი სიამოვნებით უპასუხებს მარია მოსკალენკო:
მობილური, Viber, WhatsApp: +995 599 003 347
ელ-ფოსტა: info@tcc.academy


Tbilisi Cinema College

მნიშვნელოვანია!
ოქტომბერში სტარტს იღებს პირველი ნაკადის მიღება Tbilisi Cinema College (TCC), რომელიც დაკავებული იქნება პრაქტიკული განათლებით ქართული კინოს ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი სამი მიმართულებით:
  1. აუდიო-ვიზუალური კონტენტის ადმინისტრირება და პროდიუსირება;
  2. გამნათებელი/გრიპი ვიდეო კონტენტის წარმოებაში;
  3. აუდიო-ვიზუალური კონტენტის წარმოება.

"კინო წარმოების ალფაბეტი" ინტენსივის საუკეთესო მონაწილეებს მიეცემათ ფასდაკლება ერთ-წლიან კურსზე ნებისმიერი მიმართულებით.

საუკეთესო მონაწილეები ასევე დასაქმდებიან შესაბამისი პროფილით.


მიიღეთ მონაწილეობა ინტენსივში და სასარგებლოდ გაატარეთ ეს ზაფხული!

თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments