TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
culture, review

რა ვნახოთ თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალზე

20 ივნისს თბილისში სტარტს იღებს თანამედროვე ცეკვის ფესტივალი Caucasus Contemporary Dance Festival, რომელიც ქალაქისთვის უკვე ტრადიციული გახდა. ფესტივალს საქართველოში ჩამოჰყავს მსოფლიოს საუკეთესო საცეკვაო კოლექტივების თანამედროვე დადგმები. რა იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე წელს?
ავტორი: ალინა ლუნიოვა
რა ვნახოთ თბილისში, სად წავიდე, თანამედროვე ცეკვა, ყოველწლიური ფესტივალი
ფოტო: http://clandestinofestival.org

ფესტივალს გახსნის ქორეოგრაფ ტაკაკო სუზუკის პერფორმანსი "ერთ სახეობაზე მეტი", ბერლინელი მუსიკოსის მატიას მიულერის მუსიკის თანხლებით.

ტაკაკო სუზუკი — იაპონელი ქორეოგრაფი და მოცეკვავეა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. იგი გადავიდა ბერლინში საცხოვრებლად 90-იანებში, რათა საკუთარი ოცნება აეხდინა — ეცეკვა, ვინაიდან იაპონიაში ამისთვის შეძრუდული შესაძლებლობები ჰქონდა. მუშაობს გერმანელ ქორეოგრაფთან, საშა ვალცთან ერთად.

ტაკაკო სუზუკი ცეკვას განიხილავს სხვადასხვა ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალებად. იგი ჰქმნის თავის ნამუშევრებს, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები გააზრებული იქნას ცეკვის და მისი აღქმის მეშვეობით.

პერფორმანსი "ერთ სახეობაზე მეტი" — ეს არის მონაყოლი სექსუალობაზე, როგორც სხეულის მნიშვნელოვან ფუნქციაზე და მისი გამოხატვის საშუალებებზე. ქართულ კულტურასა და საზოგადოებაში ეს საკითხი ჯერ ისევ ტაბუირებული რჩება და ზუსტად ამიტომაც ამდენად მნიშვნელოვანია. მოცეკვავე იკვლევს, მაყურებელთან ერთად, სხეულის აღქმის უნარს და მისი თვითგამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ცხოვრების კონტექსტში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

პერფორმანსი შედგება თბილისში, არათეატრალურ სივრცეში — ღამის კლუბში ხიდი. კლუბი განთავსებულია ქალაქის ერთ-ერთი ხიდის ქვეშ და წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის გადაადგილებების და განათების ეფექტების შექმნა.

"ერთ სახეობაზე მეტი" წარმოდგენილი იქნება თბილისში ორჯერ — 20 და 21 ივნისს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ უჩვეულო და გამორჩეული იქნება და გამოიწვევს რეზონანს თბილისელი მაყურებლის ცნობიერებაში. მოუთმენლად ველი!

ფესტივალის მომდევნო შოუს ჩვენ 2017 წლის სექტემბერში ვიხილავთ. 1-ლ და 2 სექტემბერს ღვინის მეურნეობაში "შატო მუხრანი" წარმოდგენილი იქნება "სულები, სტუმრები და გარეული ცხოველები — SUPRA4EVER".

რა ვნახოთ თბილისში, სად წავიდე, თანამედროვე ცეკვა, ყოველწლიური ფესტივალი
ფოტო: http://weddingingeorgia.ge
ვფიქრობ, ადგილის არჩევანი შემთხვევითი არ არის: ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შატო მუხრანი იყო ის ადგილი, სადაც თამამად ინერგებოდა ახალი და ევროპული. აქ გაჩნდა საქართველოში პირველი პარკეტი და ბილიარდი. აქვე იქნა აშენებული ღვინის ქარხანა, რომელმაც დაიწყო ღვინის ევროპული სტილით წარმოება. თანამედროობაში მეურნეობა იბრუნებს თავის ინვოვატორულ სტატუსს — აწყობს საკუთარ სირცეში საცეკვაო პერფორმანსს.

"სულები, სტუმრები და გარეული ცხოველები — SUPRA4EVER" შექმნილია ქართველი ქორეოგრაფების, მოცეკვავეების და ვიდეო-მხატვრების მიერ. ორგანიზატორების განსაზღვრით, ეს არის პერფორმატიული ინსტალაცია ვიდეოთი, პერფორმანსით და სადილით.

სიტყვა "სუფრა" ქართულ რეალობაში ყოველთვის ღრმა და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო. მაყურებელი მართლაც ზეიმზე მოხვდება — დამსწრე საზოგადოება შეიკრიბება სუფრის გარშემო, რათა აღნიშნონ ერთმანეთთან შეხვედრა. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შეხვედრა და ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობაა?

შოუ შესაძლოა იმერსიულად იქნას მოხსენიებული, რაც აგრეთვე სიახლეა საქართველოსთვის — იმერსიული წარმოდგენები ჩვენთან ჯერ არ შემდგარა. ეს ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პერფორმანსის აქტიური მონაწილე და მიიღოთ ხელოვნებასთან შეხების ახალი გამოცდილება, ან დარჩეთ კლასიკურ მაყურებლად.

მოკლედ, ამის აღწერა შეუძლებელია, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ!

1-ლ და 2 სექტემბერს, ღვინის მეურნეობა "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე, თბილისიდან 30 კილომეტრში.

ფესტივალის კულმინაცია სამართლიანად იქნება ჟერომ ბელის სპექტაკლი "გალა".

შარშან იგი წარმოდგენილი იყო ფესტივალზე NET მოსკოვში. ძალიან მიხარია, რომ შემოდგომაზე შოუ თბილისამდე მოაღწევს.

"გალა" — უნიკალური სპექტაკლია. უპირველეს ყოვლისა, იგი განსხვავებულია თითოეულ ქალაქში. ყოველ ჯერზე იცვლება მსახიობთა შემადგენლობა და სპექტაკლის ფინალი. "გალას" ყველა ქვეყანაში ერთი რამ აქვს საერთო — ცეკვის ბუნების კვლევა.

მეორეც — ეს სპექტაკლი არის პროფესიონალების და მოყვარულთა ერთობლივი შრომის შედეგი, მათ შორის ისეთი ადამიანების, რომელთაც გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობები და განვითარების განსხვავებულობები. ისინი იკრიბებიან სცენაზე და ერთად ცეკვავენ. მოყვარული მოცეკვავეები არ ცდილობენ მიბაძონ პროფესიონალებს, არამედ ცეკვავენ ისე, როგორც ამას მათი სხეული კარნახობს. წარმოდგენისთვის სპეციალური კოსტიუმები აგრეთვე არ არსებობს, თითოეული თავად ირჩევს, თუ როგორ წარსდგება პუბლიკის წინაშე. გასაკვირია, როგორ ორგანულად გამოიყურება ყველა სცენაზე.

რის თქმას ცდილობს ავტორი? ჟერომ ბელი დეკლარირებს მოძრაობის თავისუფლებას და სიხარულს, იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი სხეული. ის ამბობს, რომ მსოფლიო დიდი და მრავალფეროვანია; რომ ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ ცხოვრების სილამაზეს აღქმის შეზღუდულობის გამო; რომ ყველაზე მნიშვნელოვანია — გავერთიანდეთ, ვენდოთ ერთამენთს და ერთად შევქმნათ რაიმე სილამაზე.

ამ თვალსაზრისით სპექტაკლი აქტუალური და მეგა-თანამედროვეა.

როდესაც ამ სპექტაკლს ნახავთ, შეეცადეთ დაივიწყოთ ყოველგვარი პირადი მოლოდინი და ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, თუ რა ხდება სცენაზე. გათავისუფლდით, დაივიწყეთ სტერეოტიპები და გახსოვდეთ იუმორის გრძნობის შესახებ! დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულ და ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას შეიძენთ.
რა ვნახოთ თბილისში, სად წავიდე, თანამედროვე ცეკვა, ყოველწლიური ფესტივალი
ფოტო: http://dozado.ru
ფესტივალის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია საიტზე eventer.ge

კიდევ მსურს მოვიხსენიო ერთი რამ, რაც მანაღვლიანებს. მე ფესტივალს ვესწრები 2 წელია ზედიზედ და ყოველ ჯერზე მაკვირვებს მისი დახურულობა პუბლიკისთვის: ვორკშოპები და მასტერ-კლასები ტარდება გასაიდუმლოებულ პირობებში. ინფორმაცია მის შესახებ ან საერთოდ არ არის, ან თუ არის — ჯგუფები "უკვე შევსებულია", ხოლო სასწავლო ღონისძიებები ტარდება ნაცნობების ვიწრო წრისთვის. წელს მასტერ-კლასზე დარეგისტრირების ჩემი მცდელობები დასრულდა ორგანიზატორების მითითებით იმაზე, რომ ფესტივალის მასტერ-კლასები ძირითადად გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ეს სამწუხაროა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ფესტივალის არსი — ადამიანების გაერთიანებაშია. განსაკუთრებით თანამედროვე ცეკვის ფესტივალის, რომელიც ცდილობს ყურადღების ცენტრში მოაქციოს პირადის და საზოგადოებრივის გათიშულობის პრობლემა. ჩემი სურვილი იქნებოდა არამარტო სპექტაკლებზე მისვლა, არამედ ღონისძიებებშიც მონაწილეობის მიღება და მათ შესახებ ინფორმაციაზეც წვდომა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში შეიცვლება.
თუ მოგეწონათ ეს სტატია – მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring!
comments powered by HyperComments