ინტენსიური სამხატვრო ონლაინ-კურსი
Art as Practice

იპოვეთ თქვენი სტილი, დაეუფლეთ პროექტის დამუშავების მეთოდებს და 10 დღის განმავლობაში ჩართული იყავით ნამდვილ შემოქმედებით პროცესში
30 ოქტომბერს —
09 ნოემბერი 2020
5 გაკვეთილი
49GEL / 220GEL
15 მონაწილე

როგორ მუშაობს კურსი?

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა ადამიანში შეიძლება იყოს პოტენციური მხატვარი, ხოლო ხატვა არის მისი „შემოქმედებითი მუსკულატურის" ვარჯიში.

ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ გავუმკლავდეთ საკუთარ შინაგან შიშებს ისე, რომ მათ ხელი არ შეგვიშალონ აქტივობაში.
ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და ვიყენებთ ისეთ მასალებს, რომლებიც სასიამოვნო იქნება ყველა მონაწილისათვის. ვანვითარებთ ყურადღებასა და დაკვირვებას.

ვიკვლევთ კონკრეტულ თემებს სხვადასხვა მხრიდან, ვუღრმავდებით საკუთარ თავს და ვქმნით ჩვენი პერსონალური სიმბოლოების კოლექციებს.
ვსწავლობთ როგორ გადავაქციოთ ჩვენი იდეები ჩანახატებად. საინტერესო მხატვრულ მიგნებებს შევარჩევთ და ვქმნით ნამუშევრების ერთიან სერიას.

ვეცნობით შემოქმედებითი კვლევის მეთოდებს და სტრატეგიებს.
მონაწილეობისათვის აუცილებელია:

ბევრი ხატვის სურვილი და შესაძლებლობა

კურსი გაგრძელდება:

მინიმუმ 2 საათი დღეში

სარეკომენდაციო დროა - 3-4 საათი დღეში
„საოცრად ნაყოფიერი და პროდუქტიული კურსი! უმოკლეს დროში შევძელი სამყაროს ახლებური ხედვა(შეცნობა). ემოციების, გრძნობების, სრული ტრანსფორმაცია განვიცადე. მადლობას გიხᲓით, შესანიშნავი პროექტისთვის! მადლობა ვატო წერეთელს, შემოქმედებითი სავსე დღეებისთვის!" - ირინა ბენდელიშვილი, კურსის მონაწილე.
ვის მიესადაგება კურსი?
იმას ვისაც ბავშვობიდან არ უხატავს
— შეიგრძენით ენერგიის მოზღვავება და გახსენით თქვენი პიროვნების ახალი შესაძლებლობები შემოქმედებითი გააზრების გზით.

— გაიხსენეთ შემოქმედებითი მუშაობის სიხარული და ისევდაისევ განაგრძეთ ხატვა.
დამწყები მხატვრებისთვის

— იპოვეთ თქვენი უნიკალური სტილი და გამომსახველობის ენა.

— პრაქტიკაში მიხვდებით როგორ შეარჩიოთ იდეა, გადაამუშაოთ ის და მიიყვანოთ დასრულებულ გააზრებულ პროექტამდე.
სხვა სფეროს სპეციალისტებისთვის
— სრულად ჩაერთეთ ახალ პროცესში, გადართეთ ყურადღება, მოიხსენით სტრესი ხელოვნების ინტენსიურად კეთების საშუალებით.

– ავარჯიშეთ საკუთარი შემოქმედებითი ძალა და დაეყრდენით მას ნებისმიერი საქმის კეთებისას.
„ძალიან მომეწონა ნამდვილი ნიჭიერების შეგრძნება, რომელიც ვატომ აჩუქა ყველა მონაწილეს. ნებისმიერი სამუშაოს მიმართ დიდი ინტერესი, დეტალების ყურადღებით შერჩევა, ჩართულობა. ძალიან სასიამოვნო იყო გეგრძნო საკუთარი თავი კოლეგად და არა პროფანად" - ეკატერინა კოვალენკო, კურსის მონაწილე.

კურსის თეზისები

ამ და სხვა ორიენტირებს მონაწილეები იყენებენ თავიანთ შემოქმედებით პროექტებზე მუშაობის დროს.
გულწრფელობა
ყველა ბავშვი ხატავს. უკვე მოგვიანებით, საზოგადოება ქმნის ისეთ გარემოებებს, რომლებიც აიძულებს ადამიანების უმრავლესობას სისტემატიურად გაიმეოროს ერთაიდაიგივე: მე არ ვიცი ხატვა. თითქოს უკვე არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომლის დაკმაყოფილება თქვენ არ შეგიძლიათ. ეს უაზრობაა! ხატვა, როგორც პრაქტიკა - ეს არის აზროვნების გარკვეულ ტიპებს შორის ნავიგაცია, რომელიც საკმაოდ დაშორებულია ინტელექტს. იყავით უბრალოდ გულწრფელი. არ იფიქროთ იმაზე თუ როგორ ხატოთ ან გამოხატოთ თქვენი იდეები. აქ ადგილი არა აქვს გონების თამაშს.
მასალა როგორც შინაარსი
მასალა, რომელსაც თქვენ იყენებთ ხატვისას, მნიშვნელოვანია საკუთარი „გენეტიკის" თვალსაზრისითაც. მას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც თვითონ მხატვრობას. მასალას ყოველთვის გააჩნია ენერგია, რომელიც მუდმივად ავლენს საკუთარ თავს. მასალის გამოყენებისგან მიღებულ სიხარულს აქვს პირველადი მნიშვნელობა. ამიტომ, თქვენ უნდა იცოდეთ მისი წარსული, მისი ფიზიკური კომპონენტები, და თუ როგორ განაპირობებს ის თქვენს ნამუშევარს. ამის გააზრება მოგცემს საშუალებას გადააქციოთ მასალა შინაარსად: ის იქცევა კიდევ ერთ თხრობის შრედ.
კვლევა და ინვენტარიზაცია
როდესაც თქვენ ფიქრობთ იდეაზე, გეჩვენებათ, რომ არ გაგაჩნიათ რესურსი მისი დამუშავებისთვის. მაგრამ თუ დაიწყებთ იდეის გამოკვლევას შესაძლო საშუალებებით (მაგალითად, თუ პროექტი მცენარეებს ეხება გაესაუბრებით ბოტანიკოსს), თქვენ გადააწყდებით ძალიან ბევრ მასალას. იმას რასაც თქვენ ნახავთ (ინფორმაცია, ობიექტები და სხვ.), გახდება თქვენი ანბანი, თქვენი ინვენტარი. ეს გამოიწვევს თქვენში აღტაცებას და დაგეხმარებათ შემდგომ ორიენტაციაში. შესაძლოა, კვლევის შედეგები არ აისახოს საბოლოო ნამუშევარში, მაგრამ ისინი შეუცვლელ იმპულსებს გააჩენენ ნამუშევრის ფორმირების პროცესში.
მანერიზმზე მუშაობა
თქვენ გინახავთ ხელოვნების ბევრი ნიმუში და ამიტომ თქვენდაუნებურად მოხვედრილი ხართ ხაფანგში - მიისწრაფვით გააკეთოთ თქვენი ნამუშევრები მსგავსად იმისა, რაც თქვენი აზრით მიჩნეულია „ხელოვნებად". თუმცა, ეს მოცემულობა არ არის თქვენი საკუთარი ენა, შთაბეჭდილება ან აღქმა. „ხელოვნება, როგორც პრაქტიკის" უმთავრესი იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ იპოვოთ სწორედ საკუთარი თავი, საკუთარი უნიკალური ენა. გაათავისუფლებთ საკუთარ თავს გავლენებისგან და მიიღებთ საბაზისო, კონკრეტული სტილის არმქონე, საკუთარ შემოქმედებით გამოხატულებას.

„მადლობელი ვარ ორგანიზატორების განსაკუთრებულად იმიტომ, რომ მათ შეძლეს შეექმნათ უსაფრთხო სივრცე, სადაც მე შევძლებდი გავხსნილიყავი, შემეწყვიტა ფიქრი იმაზე თუ „რა როგორ უნდა ყოფილიყო" და გამეკეთებინა საკუთარი პროექტი სწორედ ისეთი, როგორიც მიმაჩნდა რომ უნდა ყოფილიყო", — სოფია პოკიდკო, კურსის მონაწილე.
რას ისწავლით კურსის შედეგად?
შემოქმედებითი პროექტების შექმნა დასაწყისიდან ბოლომდე — პროექტის კონცეფციის დამუშავება დასრულებული პრეზენტაციის საშუალებებით.
გაუგოთ საკუთარ თავს და სხვებს რათა ფორმულირება გაუკეთოთ თქვენს ენას და სტილს.
გადაწყვიტოთ საკუთარი ამოცანები ნებისმიერ სფეროში შემოქმედებითი ინსტრუმენტების, ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით.
შექმნათ უსაფრთხო შემოქმედებითი გარემო იმისათვის, რომ მიიღოთ კმაყოფილება ახალი ტიპის სამოქმედო მდგომარეობიდან.
"კურსი აღმოჩნდა ჩემთვის ნამდვილად ჯადოსნური, მოტივაციის მომცემი და სასარგებლო! მე არ ველოდი ასეთ ეფექტს. მაშინვე დავიმუხტე ხატვის სურვილით, მომინდა ყველაფრის მოსწრება. თავიდან ძნელი იყო ყველა ნამუშევარი ერთ სიბრტყეში განგეხილა და არა "საუკეთესო" შენი აზრით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ასეთი მიდგომა დამეხმარა თავი მეგრძნო ლაღად", — ლიუდმილა კოროტკოვა, კურსის მონაწილე.
კურსს უძღვება ვატო წერეთელი
ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია
ვატო წერეთელი — მხატვარი, ფოტოგრაფი, კურატორი და შემოქმედებითი მენეჯერი. სწავლობდა კინოხელოვნებას თბილისში და მიღებული აქვს მაგისტრის წოდება Academy of Fine Arts Antwerp-ში (ბელგია).

20 წელია ვატო მუშაობს მხატვრებთან და კულტურის მოღვაწეებთან, ახალგაზრდა არტისტებს ეხმარება საკუთარი გზის მოძებნაში და აძლევს შემოქმედებითი რეალიზაციის საშულებას.

2000 წელს ვატო წერეთელმა მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფთან ერთად შექმნა Media Art Farm (MAF) – საქართველოში პირველი პლატფორამ თანამედროვე ხელოვნების კვლევისა, განთლებისა და განვითარებისათვის. დამოუკიდებლად დაარსებული ფოტოგრაფიის და ახალი მედიების კავკასიის ინსიტუტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე გახდა, ქვეყნის ისტორიაში ფოტოგრაფიის პირველი ფაკულტეტი.

2009 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი ვატო წერეტელი აარსებს Center of Contemporary Art – Tbilisi - საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პლატფორმას 9 თვიანი არაფორმალური სამაგისტრო პროგრამით Creative Mediation. პროგრამა შეიქმნა იოზეფ ბოისის სოცილური სკულპტურის კონცეფციის საფუძველზე, რომლის საშუალებითაც სტუდენტები ამუშავებენ სოცილური ინოვაციების პროექტებს, რაც მიმართავს აზროვნებას სტუდიური გარემოდან სოციალური რეალობისკენ.

პროგრამამ მოიპოვა აღიარება საეღთაშორისო საგანმანათლებლო პრეზენტაციებსა და სიმპოზიუმზე: Frieze Projects Simpozium, London 2017; Exhibition and workshops, Taiwan 2018; Korean Research Fellow 10X10, Korea 2018; Art and design education, Shanghai 2019.

ვატო კურირებას უწევს ისეთ საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს, როგორიცაა თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ეროვნული გალერეა, IFA Gallery Berlin, Claipedos Center for Culture and Communication Lithuania, Art in General NY, CCA-Tbilisi.

2012 წლიდან ვატო წერეთელი გახდა ინიციატორი, თანა კურატორი და მხატვრული ხელმძღვანელი Tbilisi Triennial.

ვატო ასევე შემდეგი პუბლიკაციების ავტორია:
Re-museum, interview with Charles Esher, Peter Noever, Carl Pruscha 2012;
Tbilisi — Archive of Transition, Niggly 2018;
— Inventory and Processes: perspectives for development CCA-Tbilisi, 2018.

მეტი ინფორმაცია ვატო წერეთლის შესახებ.
"საოცრად პროდუქტიული კურსი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და განვითარების საშუალებას იძლევა. მე პირადად დიდი ტრანსფორმაცია ვიგრძენი ჩემ თავში ამ კურსის წყალობით, კერძოდ, ვისწავლე Არასტანდარტული აზროვნება და გარკვეულწილად ჩამოვიყალიბე ჩემი ხელწერა ხატვის სფეროში. ", - მელიტა მაისურაძე, კურსის მონაწილე
გამოხმაურება
ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია
ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია ხატვის სწავლა, შემოქმედებით პროექტი, როგორ ვიპოვო ჩემი თავი, არტ თერაპია
" ვალერია და ვატო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ გამოცდილებისთვის. არ ვიცი კონკრეტულად რა შეიცვალა, მაგრამ სხვანაირად დამანახა გარემო, ინტერპრეტაციების გარეშე, უფრო ბევრ შრიანი, რაც მართლა გავდა მოგზაურობას.

ვფიქრობ, კურსი სხვებსაც ეხმარება "განპირობებული აზროვნებიდან" რაღაც დროით გათავისუფლებაში. რაც შეეხება სტრუქტურას, პირველივე შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია გაძლევს მოტივაციას და ხალისს, ზედმეტი შიშის გარეშე მოსინჯო სხვადასხვა ხერხი და მასალა და ბოლომდე მიყვე პროცესს", — ანა ჭილაძე, კურსის მონაწილე.
ონლაინ კურსის პროგრამა
მთელი კურსის განვმალობაში მოქმედებს WhatsApp-ზე მხარდაჭერის ჯგუფი, სადაც შეგიძლით დასვათ შეკითხვები ან გაუზიაროთ შთაბეჭდილებები.
30 ოქტომბერს,
პარასკევი, 13.00-15.00
30 ოქტომბერს,
პარასკევი, 13.00-15.00
მთავარი ლექცია
  • შემოქმედებითი პროექტის დამუშავების ტექნოლოგია და მეთოდები,
  • 12 საფეხურიანი სახელმძღვანელო იდეის დამუშავებისთვის,
  • მხატვრული აზროვნებისა და მოქმედების დინების შექმნა.
02 ნოემბერი,
ორშაბათი, 13.00-15.00
02 ნოემბერი,
ორშაბათი, 13.00-15.00
პირველი ლექცია
  • ვარჩევთ ყველაზე უშუალო იდეებს,
  • პროექტის დამუშავებისთვის ვირჩევთ მიმართულებებს,
  • ვეძებთ შესაბამის ინსტრუმენტებსა და მასალებს.
04 ნოემბერი,
ოთხშაბათი, 13.00-15.00
04 ნოემბერი,
ოთხშაბათი, 13.00-15.00
პროექტზე გაფართოებული მუშაობა
  • ვირჩევთ გამოხატვის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს,
  • მუშაობა „შინაგან მხატვართან" შემოქმედებითი ამოცანების გადასაწყვეტად,
  • პროექტის მეთოდების განსაზღვრება.
06 ნოემბერი,
პარასკევი, 13.00-15.00
06 ნოემბერი,
პარასკევი, 13.00-15.00
პროექტზე ჩაღრმავებული მუშაობა
  • იდეის ნათლად გამოხატვაზე მუშაობა,
  • პროექტის ცალკეული ნაწილების ურთიერთკავშირი,
  • ამოცანის გადასაჭრელად ტექნიკის შემუშავება.
09 ნოემბერი,
ორშაბათი, 13.00-15.00
09 ნოემბერი,
ორშაბათი, 13.00-15.00
ინდივიდუალური ორიენტირები
  • არტ-პროექტის პრეზენტაცია
  • საკუთარი შემოქმედებითი გზის გადააზრება
  • ინდივიდუალური ორიენტირების შერჩევა მონაწილის ტემპერამენტისა და ინტერესების გათვალისწინებით.
"ყველაზე მთავარ მნიშვნელობას ვანიჭებ პირველ შეხვედრას, რადგან ის მაშინვე გაძლევს ყველა საჭირო ბერკეტს მუშაობისათვის, გეხმარება არ დაიბნე წარმოდგენებში, შეარჩიო სწორი ორიენტირები და რაც მთავარია დაიწყო მოქმედება", — ტატიანა ფელდმანი, კურსის მონაწილე.
კურსის ღირებულება
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია: 20 ადამიანი

თუ თქვენ გჭირდებათ ფასდაკლება, მოითხოვეთ ის — ორგანიზატორისგან.
49 GEL
მთავარი თეორიული შეხვედრის კურსის მონაწილე. 1 შეხვედრა

თქვენ მიიღებთ დირექტივებს რაც საჭიროა შემოქმედებითი პროექტის დამუშავებისთვის, რომელიც 12 ძირითადი თეზისისგან შედგება.
მინდა!
220 GEL
სრული პრაქტიკული ხატვის კურსი. 5 შეხვედრა

თქვენ შეიმუშავებთ საკუთარ სრულყოფილ არტ-პროექტს ვატო წერეთელის ხელმძღვანელობით.
ჩემია!
დარეგისტრირება
მადლობას გიხდით გამოჩენილი ინტერესისთვის.
E-mail
სახელი და გვარი
თქვენი Instagram, Facebook
კურსის დასრულების შემდეგ მიმოხილვებში და სარეკლამო პოსტებში ჩვენ ვაქვეყნებთ მონაწილეების ზოგიერთ ნამუშევარს. თუ თქვენ არ გნებავთ რომ თქვენი ნამუშევრები გამოქვეყნდეს მოგვწერეთ კურსის დასაწყიდამდე.
Sharing is caring
თუ ჩათვლით რომ კურსი თქვენს მეგობრებს დააინტერესებთ გაუზიარეთ ამ ღილაკებით