TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
heroeS, interview

ანა ვართანოვა: "მიზიდავს ყველაფერი, რაც ჩაისთან არის დაკავშირებული"

ახალი ჩაის კულტურის ეტაპობრივი ჩამოყალიბება საქართველოში
არც კი მახსოვს, რა გარემოებებში გავიცანი ანა პირველად. ამჟამად უკვე მგონია, რომ მას ვიცნობ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე თბილისში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ანას ქალაქში ბევრი იცნობს. მისი სახელი ასოცირდება გემრიელ ჩაისთან და ყველაფერთან, რაც ჩაისთან დაკავშირებულია. მაგალითად, ღონისძიებები Tea Talk, ჩაის ხელოვნების ფესტივალი და სხვა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩაი — ანას ძირითადი საქმიანობაა. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ჩაი — მისი სიყვარულია. ასევე საქართველოში ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ ეს ჩაის ქვეყანაა, სახელგანთქმული სპილოიანი ჩაის სამშობლო, რომ ჩაი — ქართული კულტურის ჩვეული ნაწილია. თურმე ამაშიც ვცდებოდი. ჩაი მხოლოდ ბოლო ხანებში იბრუნებს თავის პოპულარობას. გარკვეულწილად, ანას დამსახურებით.


Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
— მოგვიყევი შენს შესახებ.
— მე ვარ ანა ვართანოვა, დაკავებული ვარ ჩაის კულტურის განვითარებით საქართველოში. ვაწყობ ჩაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ვყვები ჩაიზე, ვყიდი ჩაის.

— რომელია შენი საყვარელი ჩაი? ხშირად გეკითხებიან ამას?
— ნადვილად ხშირად. ჩემთვის ჩაი ისეთი უნივერსალური გახდა, რომ ჩაანაცვლა ყველა სხვა სასმელი. მაგალითად, ყავას წელიწადზე მეტია აღარ ვსვავ. ჩაი — არის სასმელი ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის. ამიტომ არ შემიძლია ვთქვა, რომელი ჩაი მიყვარს ყველაზე მეტად. ამჟამად უპირატესობას ვანიჭებ ქართულს, ვინაიდან მრავალფეროვანი და ძალიან გემრიელია. იგი ანაცვლებს ყველა სხვა ჩაის სახეობას, რომელიც ოდესმე დამილევია. ხოლო ჩაისთან დაკავშირებით დამოკიდებულება მაქვს, ძირითადად, როგორც თერაპიის მიმართ.

— არსებობს ესეთი გაგება?
— რა თქმა უნდა. უფრო მეტიც — არსებობს ექიმის წიგნი, რომელსაც ეწოდება "ჩინური ჩაის ენციკლოპედია". წიგნში იგი მოგვითხრობს, რომ ნებისმიერი დაავადება შესაძლოა განიკურნოს ჩაის მეშვეობით (აღნიშნული დებულება ეწინააღმდეგება მეცნიერული მედიცინის პრინციპებს — რედ.).

— ეს როგორ?
— ჩინური მედიცინის თანახმად, ყველა დაავადება გამოწვეულია "ინ-იან"-ის დისბალანსით. არსებობს ჩაი "ინ", არსებობს "იან", ფერმენტაციის ხარისხიდან გამომდინარე. მწვანე ჩაი ერთაზროვნად "ინ"-ია, იგი აგრილებს. ყველა პროცესი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს, დაკავშირებულია ამ ორი ძალის ზემოქმედებასთან, ასე რომ ჩვენს შეგვიძლია ჩვენი შინაგანი მდგომარეობის რეგულირება.
მეთვითონაც ვიგრძენი ეს ინტუიტიურად. მაგალითად, როდესაც გაციების სიმპტომებს ვგრძნობ, ვიცი რომ რომელიღაცა კონკრეტული ჩაი უნდა დავლიო. და ეს მართლა მშველის. სხვათაშორის, მოგიტანე ჩაი "მკერდის ნაზავი".

— ა, იმიტომ რომ იმ დღეს ვახველებდი?
— დიახ.

— მაგარია! ძალიან მიყვარს ბალახეული ჩაი. ჩემთვის ეს ბავშვობის გემოსთან ასოცირდება, ბებიასთან როდესაც მიწევდა სტუმრობა, და წყურვილსაც უკეთესად კლავს. გმადლობ!
მოგვიყევი, როგორ დაიყო შენი და ჩაის ურთიერთობა?
— რაიმე საინტერესოს კეთების სურვილი ჩემში სკოლის უფროსი კლასებიდან აღმოცენდა. ბავშვობა შეძლებული მქონდა, მაშინ საბჭოთა დრო იყო. ხოლო როდესაც საშუალო კლასები წამოვიდა, დადგა ის შავ-ბნელი დღეები (90-იანები — რედ.). და გარშემო იყო აბსოლუტური ინკუბატორი, სრული კონფორმიზმის პერიოდი. არ გაქვს ახალი მოდური ფეხსაცმელი პლატფორმით — და მორჩა, შენ არავინ ხარ. ყველა იცვავდა და ფიქრობდა შაბლონურად.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ხშირად ვსტუმრობდი ბიბლიოთეკას. მაშინ ინტერნეტი საერთოდ არ იყო. თუმცა თბილისში იყო სოროსის ფონდი და იქ შესაძლებელი იყო კვირაში ერთი საათი ჩაწერილიყავი და გესარგებლა ინტერნეტით. ეს დაახლოებით 98-ე წელში ხდებოდა. სანამ ბიბლიოთეკაში შეკვეთილ წიგნებს ველოდებოდი — ხოგჯერ საათი, ზოგჯერ საათ-ნახევარი მიწევდა ლოდინი —შევდიოდი პერიოდიკის განყოფილებაში. იქ იყო ჟურნალები "ფილოსოფიის საკითხები", "ფსიქოლოგიის საკითხები"...

— და უშიშრად იღებდი მათ?
— დიახ. ცოტა ხნის წინ შემხვდა ერთი ლექტორი უნივერსიტეტიდან, საფაროვი, იგი ამჟამად ალბათ 80-ს მიტანებული იქნება, მაგრამ ძალიან აქტიურია, და შესანიშნავადაც გამოიყურება. ადრე ყველა ატარებდა ლექციას შემდეგნაირად — ხსნიდნენ წიგნს და კითხულობდნენ. იგი კი ლექციებს გვიტარებდა ინტერაქტიული ფორმით: კითხვა-პასუხებით, გვაიძულებდა მონაწილეობა მიგვეღო და გვეფიქრა. მისი დამსახურებით დავინტერესდი მენეჯმენტით, კონფლიქტოლოგიით, ჟესტების ენითაც კი. ამან ყველაფერმა ჩემზე დიდი ზემოქმედება იქონია, ხედვის არეალი გამიფართოვდა. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ამ სოციუმს უნდა გავცდე. ვიყო არა ისეთი, როგორც ყველა და ამაშია ჩემი ძალა. შემდეგ დავიწყე მუშაობა და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა. ყოველთვის ვცდილობდი შემესწავლა თითოეული ქვეყნის ტრადიციები და თავისებურობები. და რაში გამოიხატებოდა ეს? ჩაი და ყავა. ასე რომ ყოველთვის ჩამომქონდა მოგზაურობიდან ტრადიციული ჭურჭელი, ჩაი და ყავა. ძირითადად, მარშრუტები იყო ჩინეთში, გერმანიაში, ანუ ჩაისთან დაკავშირებულ ქვეყნებში.

Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
— გერმანია ჩაისთანაა დაკავშირებული? როგორ? ჩაის ზრდიან?
— არ ზრდიან, მაგრამ ძალიან ბევრ ჩაის სვამენ. ცნობილი ბრენდი Althaus — გერმანულია. სხვა გემრიელი აქვთ კიდევ — Ronnefeldt. ის მხოლოდ ფრანკფურტში არის წარმოდგენილი. ამ ბრენდით იყო ძალიან საინტერესო მიქსები, და ჩაიც გემრიელი იყო. იქიდან ძალიან ბევრი ჩამოვიტანე, მეც ვსვამდი და მეგობრებსაც ვუმასპინძლდებოდი. შემდეგ წელსაც იგივე განმეორდა.

შემდეგ დავკავდი ციგუნით, ტაიცზით და სიცილის იოგით მზიურში იური ლომიძესთან ერთად. არც კი ვიცი, როგორ მოვხვდი იქ. ალბათ ფეისბუქში ვნახე განცხადება. ვიფიქრე, რატომაც არა, თუმცა არ ვიცნობდი იქ არავის. მანამდე მზიურში დამოუკიდებლად არასოდეს მივსულვარ. ეს სახიფათო ადგილი იყო, მიტოვებული და უკაცრიელი. იმ დროს ნეპალიდან ჩამოვედი, ასე რომ წავედი პარკში ფართო შარვლით და მანდალიანი მაიკით — სრულიად არათბილისური შესახედაობა მქონდა. შევდივარ პარკში — ვხედავ ბავშვებს, ადამიანებს ძაღლებით. შორს დავინახე იურას კიმონოც და შიშმა გამიარა. მე შევუერთდი იურას და მაშინ მან მითხრა: "როგორც იქნა მოხვედი". აი ასე განვვირტუალიზირდით. მათაც უყვართ ჩაი და ერთად დავიწყეთ ჩაის სმა.

— და ჩაის ყიდვა თბილისში მაშინ შესაძლებელი იყო?
— შესაძლებელი იყო, მაგრამ მსგავს ჩაის მე ეხლა არ დავლევდი. ამიტომაც ჩამომქონდა, რომ საქართველოში კარგი ჩაის ყიდვა შეუძლებელი იყო.

— ძნელი დასაჯერებელია! საქართველო ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა ჩაისთან, ჩაის ქვეყნად მესახებოდა. ის ლეგენდარული სპილოიანი ჩაი..
— დიახ, და ეს ყველაფერი გაქრა. იგივე ხდებოდა ღვინოსთან დაკავშირებითაც.

— დაუჯერებელია!
—დიახ. როდესაც მე სტუდენტი ვიყავი, ჩემს მოვალეობებში შედიოდა კათედრაზე ბანკეტების ორგანიზება. მახსოვს, რომ ღვინო, რომელსაც ჩვენ ვყიდულობდით, ძმარი უფრო იყო ვიდრე რამე სხვა. მჟავე და საშინელი გემოს მქონე. და არც თუ ისე იაფი ღირდა. ღვინის კულტურა არ იყო. იგივე ხდებოდა ჩაისთან მიმართებაშიც. ასე რომ ჩემთვის, როგორც ჩაის მოყვარულისთვის, ჩინეთიდან და გერმანიიდან ჩაის ჩამოტანა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ისეთი გათვლით ჩამომქონდა ჩაი, რომ მთელი წლის განმავლობაში მყოფნოდა. და უკვე მაშინ გამიჩნდა ოცნება გამეხსნა ჩაის კლუბი. თუმცა ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩაით იყვნენ დაინტერესებულები.

იმ ხანებში ჩაის ცერემონიით შესახებ არც თუ ისე ბევრი რამ ვიცოდი, ასე რომ ჩინეთში მხოლოდ ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებით ვიყავი ხოლმე. ერთ ადგილას ჩინეთში ჩვენ მოგვიტანეს ჩაი, იგი გამჭვირვალე ჩაიდანში იყო და თბებოდა სანთლით. მაშინ ისე მომეწონა ეს, რომ ვიყიდე მსგავსი ჩაიდანი. მომქონდა ხელბარგით და კინაღამ წამართვეს საბაჟოზე. მოკლედ, ეს იყო ჩემი პირველი ორიგინალური ჩაიდანი.

ჩაის ცერემონია ჩინეთში — ეს განსაკუთრებული რამაა, არა ყველასთვის განკუთვნილი. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღევანდელობაში ეს უკვე იცვლება. ჩინელები ერთმანეთს შესახვედრად ეპატიჟებიან ჩაის ცერემონიაზე, ისევე, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვთავაზობთ რესტორანში ან კაფეში შეხვედრას. თუმცა ჩინეთშიც კი ეს საკმაოდ სპეციფიური თემაა, ყველა არ არის მზად დახარჯოს ერთი-ორი საათი ჩაის ცერემონიაზე.

როდესაც მე გავაჟღერე ჩემი იდეა კლუბის თაობაზე, გაჩნდა საერთო იდეა ვარჯიშის შემდეგ დაგველია ჩაი. ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიების გარეშე, მოვიტანე ნახსენები გერმანული ჩაი, საინტერესო და გემრიელი ნაზავები — როიბუში, ლაპაჩი — მოკლედ, დამაწყნარებელი ეფექტის მქონე ჩაის სახეობები. სპეციალურად ამისთვის დიდი ოთხ-ლიტრიანი თერმოსიც კი ვიყიდეთ და მე გამუდმებით თან დამქონდა იგი. თერმოსი 20 ჭიქას ყოფნიდა. ზუსტად ამდენი ვიყავით ჯგუფშიც. ვიღაცას ნამცხვარიც მოჰქონდა და ასე დაიწყო ყოველივე ეს.

შემდეგ მოვხვდი გრანტის ჩაის სმაზეც (გრანტ დანდუროვი — იოგას მასწავლებელი, ჩაის ოსტატი და მოგზაური — რედ.). იგი საქართველოს იოგის ფედერაციასთან მეგობრობდა. ერთ-ერთი თავისი ვიზიტის დროს, გრანტმა შემოგვთავაზა ჩაის ცერემონიის მასტერ-კლასის ჩატარება. ვფიქრობ, მანამდე საქართველოში მსგავს რამეს არ აწყობდნენ.
Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
— როდის ხდებოდა ეს?
— 2014 წელს. რა თქმა უნდა, მაშინვე გადავწყვიტე ჩაის სმაზე წასვლა, იმდენად მიტაცებდა ეს თემა. გრანტში ვიგრძენი ის ადამიანი, რომელთან ერთად შევძლებდი განვითარებას. მას პირდაპირ ვუთხარი, რომ დაინტერესებული ვარ საქართველოში ჩაის თემის განვითარებით, რომ მსურს ჩემს გარშემო საზოგადოება შემოვიკრიბო. იმ ცერემონიას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, მათთან დღემდე მჭიდრო კავშირი მაქვს ჩაის ნიადაგზე. მაგალითად მარი, რომელიც იაპონიის საელჩოში მუშაობს. არაფერი წინასწარ სპეციალურად არ შეგვითანხმებია, უბრალოდ მივხვდით, რომ თანამოაზრეები ვართ ამ თემაში. შემდეგ, გრანტის დახმარებით, გავიცანი შოთა ბიტაძე.

— როდესაც გაიცანი, შოთა უკვე ზრდიდა ჩაის?
— მას ჩაი მოჰყავს 2006 წლიდან, და მისი ჩაის სახლ-მუზეუმიც უკვე რამოდენიმე წელია მუშაობს. მე მას მოვუყევი, რომ მსურდა ჩაის თემის განვითარება საქართველოში. გააზრებული მქონდა, რა პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მზად ვიყავი მთელი ჩემი საღამოები და უქმეები ამ საქმისთვის მიმეძღვნა. ადრე სიგიჟედ მიმაჩნდა, სამუშაო გვარდით გადამედო გატაცებების გამო, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება — მარტო მუშაობისთვის არ არის.

Шота Битадзе, дом-музей чая в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
შოთა ბიტაძის ჩაის სახლ-მუზეუმი
— რა სამუშაო გაქვს?
— ჩემი სამუშაო დაკავშირებულია ავეჯის, განათების და ინტერიერის ელემენტების იმპორტთან. მე განყოფილებას ვხელმძღვანელობ, ამიტომ არ შემიძლია სამსახურიდან გამოსვლა და მასზე უბრალოდ არ-ფიქრი. ნეპალში მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ გამუდმებით სამსახურზე ფიქრი არაფერ კარგ შედეგამდე არ მიმიყვანს. და პრიორიტეტები სრულიად შემეცვალა.

ჩემი ცხოვრება შემიძლია დავყო "ნეპალამდე" და "ნეპალის შემდეგ" პერიოდებად. ზუსტად ნეპალის შემდეგ მე მოვხვდი მზიურში ვარჯიშზე და ჩემს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანები გაჩნდა. ეს ქვეყანა ყოველთვის მიზიდავდა, და ნეპალში მოგზაურობა ალბათ იყო ყველაზე ავატურული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. არასოდეს მიფიქრია, რომ უცხო ადამიანებთან ერთად მოგზაურობა — კარგი იდეაა. მანამდე მეგონა, რომ ყოველთვის გჭირდება თანამოაზრე სულით ახლო ადამიანი, რომელთან ერთად გაიზიარებ მოგზაურობის პროცესს.

თუ გვგონია, რომ შესაძლებელია სადღაც გამგზავრებით პრობლემებს გავექცეთ — ეს ასე არ არის. პრობლემებიც, შესაძლებლობებიც — ყველაფერი ჩვენშია.
— ეს მოგზაურობის რაღაც იდეალური სურათია...
— დიახ, მარტოდმარტო უცხო ადამიანებთან ერთად მგზავრობა უცნაურად და არალოგიკურად მეჩვენებოდა. თუნდაც ურთიერთობა არასოდეს პრობლემა არ ყოფილა ჩემთვის. ვგრძნობდი, რომ როდესაც იქ წავალ, რაღაც ჩემს ცხოვრებაში შეიცვლებოდა. ქვეყანა წარმომედგინა ეგზოტიკურად და უცნაურად.

საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდი ტურში 20 ადამიანთან ერთად, 20-დან 60 წლამდე. ყველა ძალიან განსხვავებული იყო და აბსოლუტურად ყველა დაბრუნდა იქიდანსრულიად შეცვლილი. სპეციალურად არაფერი გამიკეთებია, მაგრამ როგორც კი იქ მოვხვდი — დაიწყო თავგადასავლები. კავშირი არ იყო. სამსახურში კი ჩემი მოგზაურობების ძირითადი პირობა იყო, რომ ჩემთან დაკავშირება ნებისმიერ მომენტში უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. ძალიან განვიცდიდი, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებას ვერ ვახერხებდი. მიჭირდა არ მეფიქრა ამაზე. სამსახურში ესეთი ხუმრობა გვაქვს, როდესაც არ პასუხობ ტელეფონს, ხელმძღვანელობამ შეიძლება გკითხოს "ჯუნგლებში ხომ არ ხარ?". აქ კი მართლა ჯუნგლებში ვიყავი.

ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე ამ მოგზაურობამ, რომ მზად ვიყავი იქ დავრჩენილიყავი. იქ გავთავისუფლდი სამსახურის დაკარგვის შიშისაგან. ვფიქრობ, სიცოცხლის დაკარგვის შიშისგანაც. ნეპალში ბევრი ადამიანი საშნელ პირობებში ცხოვრობს, ნესტიან ძირგავარდნილ ხიჟინებში, სარეცხს ქვებზე რეცხავს. მაგრამ ამავდროულად ბედნიერები არიან. და მაშნ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენშივე მდებარეობს. იგივე — ჩვენს პრობლემებსაც შეეხება. თუ გვგონია, რომ შესაძლებელია სადღაც გამგზავრებით პრობლემებს გავექცეთ — ეს ასე არ არის. პრობლემებიც, შესაძლებლობებიც — ყველაფერი ჩვენშია. მე მივხვდი, რომ თუ მაქვს ეს შინაგანი ღერძი — არ დავიკარგები და ნებისმიერ პრობლემას გავუმკლავდები, თუნდაც არც სახლი მქონდეს და არც ნივთები.

რთული იყო შემდეგ თბილისში დაბრუნება, ამ რეალობაში, სადაც ადამიანები ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ მატერიალურ სამყაროს. იმდენად უშფოთველი ვიყავი... სულ სხვა ადამიანი გავხდი. და მივხვდი, რომ მთავარია შინაგანად იყო მშვიდი, და თითოეული შეძლებს შინაგანი სიმშვიდის მიღწევას.

გუშინ ვუთხარი შოთას, რომ მსურს ჩაი, რომელიც მეტ ენერგიას მომცემს. ხალხი ამბობს, რომ ბევრს ვასწრებ. თუმცა სინამდვილეში ვასწრებ ალბათ იმის 10%, რის მოსწრებაც ვისურვებდი. ერთადერთი გამოსავალია, რომ ყველაფერი ზედმეტი მოვიშორო. შოთა ხშირად მეუბნება, რომ არასოდეს ვუნახივარ დაღლილი. ეს იმიტომ, რომ მე შთაგონებას მაძლევს ყველაფერი, რაც ჩაისთან არის დაკავშირებული. ჩაი მაძლევს შინაგანი ჰარმონიის და სიმშვიდის გრძობას.

Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
— რა გაქვს მხედველობაში, როდესაც ამბობ "ჩაისთან არის დაკავშირებული" — მისი არჩევის პროცესი, თუ ცერემონია, ჩაის მომზადება, ჭურჭლის ხელში დაჭერა.
— ყველაზე ძლიერია — პროცესი, ატმოსფეროს შექმნა და მისი გაზიარება ხალხთან.

— ანუ ეს შენთვის შემოქმედებითი აქტია?
— დიახ, როდესაც ვუყვები ხალხს ჩაის შესახებ, ვანათლებ მათ. როდესაც პირველი დამოუკიდებელი ღონისძიება ჩავატარე მივხვდი — ხალხმა არ იცის იმის შესახებ, რომ შესაძლოა აი ასე დროის გატარება. თავიდან უკვირთ, რომ შესაძლებელია სიამოვნება მიიღო და ჰარმონიის გრძნობა განიცადო იმისაგან, რომ რაღაც ჩაის სვამ და არც კი საუბრობ არაფერზე. ეს იგივეა, რაც მედიტაცია, შეცნება.

— გეთანხმები, ჩაის სუნი, იმის ყურება, თუ როგორ იხარშება...
— და ამ მომენტში არ უნდა გადაიტანო ყურადღება სხვა რამეზე. ამაშია მთელი ფოკუსი — ჩერდები და თითქოს დროს ანელებ. მსგავს მომენტებში რთულია შენს პრობლემებზე იფიქრო და სამყაროს სილამაზე შემოდის შენში.

— ანუ შენ გამუდმებით იკვლევ.
— მე ყოველთვის გახსნილი ვარ სიახლისთვის. ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელთაც ხელიც აქვთ, ფეხიც, თავიც აბიათ მხრებზე, მაგრამ გამუდმებით ეძებენ მიზეზს, რომ არაფერი აკეთონ. ელოდებიან შემთხვევას და არაფერს აკეთებენ. ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობები კი განუსაზღვრელია, მე ამის გულწრფელად მჯერა.

— ანა, შენ, როგორც ჩაის ოსტატს, გხვდება ხოლმე რაიმე სირთულეები? თავად ამ ხელობაში? ამ სფეროში?
— ამ მომენტისთვის ჩემი ერთადერთი სირთულე — საჭირო ოდენობის დროის არქონაა. ეხლა ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ეს თემა ყველაზე პრიორიტეტულია ჩემს ცხოვრებაში. როდესაც დრო შეზღუდულია, შესაძლებლობები იკარგება: ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ აღწევს შენამდე, ან შენ ფიზიკურად ვერ ხარ სადღაც. ჩემთვის მოგზაურობის და ჩაის თემა იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ეს ახალი მიმართულებაა, რომელიც მინდა განვავითარო.

Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
— რა არის ეს? მოგვიყევი შენი გეგმების შესახებ.
— მე ასე მესმის. როდესაც ვხედავ რაიმე ხატოვან ადგილს, ორი აზრი მიჩნდება — კარგი იქნებოდა აქ ჩაის დალევა, და კარგი იქნებოდა აქ იოგით დაკავება. შესაძლოა ეს იყოს სრულიად ველური და ეგზოტიკური ადგილი. არის ასეთი მიმართულებაც კი — ჩაის ტურიზმი.

— ანუ შენ გინდა ამის განვითარება საქართველოში?
— მე ეს უკვე განვახორციელე კორეაში, შარშან. ფასდაუდებელი გამოცდილება და მოგონებები დამიტოვა. ეს იყო მსოფლიო ჩაის საზოგადოების გაცნობა, ასევე ბუდისტური მონასტრის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, სადაც ჩაი — მათი კულტურის ნაწილია, გარდა ამისა ასევე მოგზაურობა ჩაის რეგიონებში, ჩაის პლანტაციების ნახვა და ჩაის წარმოებაში მონაწილეობის მიღება. დიახ, მე მსურს ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში ჩაის ტურიზმის განვითარებაში იმ ხალხის დახმარებით, რომლებიც ჩაის სფეროში მოღვაწეობენ. ეტაპობრივად, აქ იქმნება საამისო ინფრასტრუქტურა.

— ინფრასტრუქტურად რას მოიაზრებ?
— იმის შესაძლებლობა, რომ აჩვენო ადამიანებს როგორ იზრდება ჩაი, მათ შორის ველურ და რთულად მისადგომ ადგილებში. და თუ აკეთებ ტურს, უნდა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების ადგილზე კომფორტულად მგზავრობა და განთავსება. ამჟამად მსგავსი შესაძლებლობა არ არსებობს.

Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
— ანა, როგორ ფიქრობ, რა როლი ითამაშა თბილისმა შენს ჩამოყალიბებაში? დაგეხმარა თუ ხელი შეგიშალა?
— ვერ ვიტყვი, რომ ხელი შემიშალა. უფრო მეხმარება. მე ძალიან მიყვარს თბილისი, ბევრ ისეთ ადგილას, სადაც ვყოფილვარ, მიგვრძვნია თავი კომფორტულად. მგონია, რომ ნებისმიერ ადგილას შევძლებდი ცხოვრებას. და მე არ შემიძლია იბიექტური ვიყო საქართველოზე და თბილისზე საუბრისას, მე ხომ აქ ვცხოვრობ.

— მაშინ სუბიექტურად გვითხარი!
— იმ ცხოვრების სტილისთვის, რომელსაც მე ვეწევი, აქ ძალიან კარგი პირობებია. ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ინტერესები და არ იდარდონ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამას უმრავლესობა. თავისთავად, ეს მოითხოვს რწმენას და თავდადებას. ამჟამად საინტერესო ადგილების და მოვლენების ისეთი კონცენტრაციაა, რომ მართლა რთულია აირჩიო, საით წახვიდე. ასე რომ თბილისი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ჩნდებიან სულ უფრო და უფრო მეტი თანამზრახველები და ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერენ.

— რა ღონისძიებები გაქვს დაგეგმილი უახლოეს დროს?
— ამჟამად სულ უფრო და უფრო ხშირად ვიკრიბებით ორი მიზნით — მედიტაცია და ჩაი. გახაფხულზე სტუმრად გვყავდა ბუდისტური ბერი, ჩამოსული იყო ლამა. შეხვედრაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ასე რომ გვსურს განვავითაროთ თემა.

ჩვენს გუნდში არის მცოდნე ადამიანი — ეს გრანტია. მასთან ერთად ჩვენ ვაწყობთ ღონისძიებებს Tea Talk ფორმატში. ისინი მიმართულია პიროვნულ განვითარებაზე. ჩვენს ვიწვევთ ხალხს არა ბიზნესიდან ან მათი სილამაზის გამო, არამედ შემდგარ ადამიანებს, რომლებმაც მიუძღვნეს საკუთარი ცხოვრება რაღაც თემას და მიაღწიეს წარმატებას ამაში. ღონისძიებები ჩაისა და მედიტაციის გარშემო — ეს არ არის მოწვეულ ვარსკვლავთან შეხვედრა, არამედ მიმართულია ატმოსფეროს შექმნაზე. როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს ჩაის მეშვეობით. და ვსაუბრობთ მედიტაციაზე გაცნობით დონეზე, დამწყებთათვის და დაინტერესებულებისთვის.
უბრალოდ დალიე ჩაი და შეიგრძენი მისი გემო. შეეშვი ტელეფონს, დაივიწყე გეგმები. ზუსტად ეს არის თავისუფალი მედიტაცია.
— ჩემთვისაც ჩაი ასოცირდება სიმშვიდესთან და აუღელვებლობასთან.
— გრანტი ასეთ შემთხვევებში ამბობს ხოლმე — "უბრალოდ დალიე ჩაი!". შეეშვი ტელეფონს, დაივიწყე გეგმები. უბრალოდ დალიე ჩაი და შეიგრძენი მისი გემო. ზუსტად ეს არის თავისუფალი მედიტაცია. გარდა ამისა, მე მაქვს ჩაფიქრებული გეგმები ჩაის და მისი სმის პოპულარიზაციაზე თბილისში. მსურს შევქმნა აქ განსაკუთრებული ადგილი — ჩაის სტუდია და მცირე ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილი. იქ შესაძლებელი იქნება იყიდო ჩაი, დააგემოვნო იგი, გაესაუბრო თანამზრახველებს. ამჟამად ეს ჩემი ძირითადი მიზანია. როდესაც მივაღწევ ამას, თავს ვიგრძნობ მეტად რეალიზებულად.

Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
უახლოესი ღონისძიებები ანას მონაწილეობით:

Tea Mastery School in Tbilisi

ქართული ჩაის იუბილე, 26 ნოემბერი 2017
ჩაის საერთაშორისო დღე, 15 დეკემბერი 2017
ღონისძიებები Tea Talk ფორმატში
Tea and Travel — ჩაის ტურიზმი საქართველოში

ანასთან დაკავშირება
Анна Вартанова, чай в Тбилиси, чайный туризм в Грузии, грузинский чай
ფოტო ანა ვართანოვას პირადი არქივიდან
თუ მოგეწონათ ეს სტატია — მოუყევით მის შესახებ თქვენს მეგობრებს. გაუგზავნეთ ეს ბმული ან გაუზიარეთ სოც. ქსელებში. Sharing is caring
comments powered by HyperComments