TBILISSIMO
პირველი ონლაინ-გამოცემა ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცვლიან მომავალს
ვიწვევთ თანამშრომლობისთვის ავტორებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას.
ნებისმიერი შეკითხვით მოგვმართეთ: love.tbilissimo@gmail.com ან Telegram: @leroson
რის შესახებ ვწერთ:
"კრეატიულ ინდუსტრიებში" ჩვენ ვგულისხმობთ ენერგიული, ნიჭიერი ადამიანების გაერთიანებებს, რომლებიც საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის მეშვეობით ქმნიან ახალ პროექტებს და აყალიბებენ თანამედროვე მსოფლმხედველობას.

ღვინის პაბი, მუსიკალური სეტი, თეატრალური დადგმა, ილუსტრირებული წიგნი, თიხის დოქი, ფოტო-სურათების სერია, ხეების დარგვის სერვისი გადამწვარ ტერიტორიაზე — ნებისმიერი მათგანი შესაძლოა იყოს ისეთი კულტურული პროდუქტი, რომელიც შეიცავს მისი შემქმნელების კრეატიულ ნაპერწკალს და არსობრივად ცვლის ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ხარისხს.

ჩვენ გვინდა მოვუყვეთ მსოფლიოს, რომ საქართველოში არის კიდევ ბევრი რამ —ტაძრების, ხინკლის და მშრალ ხიდზე ჭრელი წინდების გარდა. ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ კულტურული პროდუქტები, რათა ისინი ფართო აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ვიკვლევთ შექმნის პროცესს, რათა შთაგონება ვნახოთ ამაში და გავერთიანდეთ. ჩვენ ვწერთ ინოვაციებზე, რათა გარდავქმნათ ტრადიციები და შევქმნათ სიახლე. ჩვენ ვაკეთებთ ონლაინ-პროექტს საკუთარი თავის, ცხოვრებისეული საქმის, ნამდვილი სიყვარულის და შთაგონების ძებნის შესახებ.

ვინ ვართ:
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჟურნალისტების პატარა გუნდი, რომლებიც დაინტერესებული ვართ თანამედროვე საქართველოს კულტურის სხვადასხვა ასპექტებით. ამ ეტაპზე პროექტი არ ატარებს კომერციულ ხასიათს და ეფუძნება მხოლოდ მონაწილეთა მოტივაციას. და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ თქვენ კითხულობთ ჩვენს ნამუშევრებს და იზიარებთ საქართველოსადმი ინტერესს.


ეხლა კი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ამ ტექსტის კითხვა და მოიწონეთ ჩვენი Facebook და Instagram გვერდები.